Perindid tab 4mg+1.25mg #30

Perindid tab 4mg+1.25mg #30

ინდოეთი

ეჯ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Perindoprilum+Indapamidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა : ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს - პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას - ინდაპამიდს. პერინდიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას.
პერინდიდის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების - პერინდოპრილის ერბუმინის 4 მგ-სა და ინდაპამიდის 1.25 მგ-ს.

ჩვენებები
- ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის თერაპიას;

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი პერინდიდი დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე. პაციენტები თირკმლის უკმარისობით, როცა კკ მეტია 60 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ და ინიშნება 1 ტაბლეტი პერინდიდი დღეში ერთხელ, კრეატინინისა და კალიუმის მუდმივი კონტროლის ქვეშ. ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 60-30 მლ/წთ) თერაპიული კურსი იწყება მცირე დოზით.

უკუჩვენება
- ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე); ჰიპოკალიემია; თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე); ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით); QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება; ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება); პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა; ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
Show More
More Info
Brand
ეჯ ფარმა
Country
ინდოეთი
Generic
perindopril+indapamide
Dose
4მგ+1.25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page