Lorista H tab 50mg+12.5mg #28
Lorista H tab 50mg+12.5mg #28

Lorista H tab 50mg+12.5mg #28

სლოვენია

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - losartan, hydrochlorothiazide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის და დიურეზული საშუალებების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა
აპკისებრი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ლოზარტანი 50მგ, ჰიდროქლორთიაზიდი12,5მგ დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელენატირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მონოჰიდრატების ლაქტოზები, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ქინოლინის ყვითელი საღებავი (E 104), ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი დიურეტიკთან კომბინაციაში.
კოდი ATX [C09DA01].

მიღების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომელთათვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
მიღების წესი და დოზები
ლორისტა H-ის ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეღამეში. არასაკმარისი თერაპიული პასუხისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე 1 ჯერ დღეში. პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება არტერიული წნევის დაქვეითებიდან გამომდინარე, რომელიც მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირის შემდეგ. ლორისტა H-ის მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დღეღამეში.
დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას:
პაციენტებს თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელო დაქვეითებით (კრეატინინის კლირენსი მეტი 0,5 მლ/წმ და/ან 30მლ/წთ), შეიძლება დაენიშნოთ პრეპარატი ჩვეულებრივი დოზით. პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
რადგან ლოზარტანის რეკომენდირებული საწყისი დოზა პაციენტებში ჰიპოვოლემიით შეადგენს 25მგ 1ჯერ დღეში, ლორისტა H-ით თერაპია საჭიროა დავიწყოთ დიურეტიკების მოხსნის და ჰიპოვოლემიის კორექციის შემდეგ.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან უზმოზე. იმისათვის რომ არ გამოტოვოთ პრეპარატის მიღება, საჭიროა ტაბლეტების მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება, არ შეიძლება შემდეგი დოზის გაორმაგება. შემდგომ მიღებაზე პაციენტმა უნდა მიიღოს პრეპარატის ჩვეული დოზა დადგენილ დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სულფანილამიდების მიმართ, ანურია.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
losartan+hydrochlorothiazide
Dose
50მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page