About Product
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება:
ამიოდარონი
წამლის ფორმა:
ხსნარი ინტრავენური შეყვანისათვის
შემადგენლობა:
3 მლ ხსნარი (1 ამპულა) შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას ამიოდარონის ჰიდროქლორიდს 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
აღწერა:
სუსტი ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიარითმიული საშუალება
ათქ კოდი: C01BD01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამიოდარონი არის III კლასის ანტიარითმული საშუალება. ასევე აქვს ანტიანგინური, კორონაროდილატაციური, ალფა და ბეტა ადრენომაბლოკირებელი, თირეოტროპული და ჰიპოტენზიური მოქმედება.
ანტიანგინური ეფექტი განპირობებულია კორონაროგამაფართოვებელი და ანტიადრენერგული მოქმედებით, მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნის შემცირებით. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ალფა და ბეტა ადრენორეცეპტორებზე ახდენს დამამუხრუჭებელ გავლენას (მათი სრული ბლოკადის გარეშე). ამცირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერსტიმულაციისადმი მგრძნობელობას, კორონარული სისხლძარღვების წინააღმდეგობას; ზრდის კორონარულ სისხლის ნაკადს; აიშვიათებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს (გშს); ზრდის მიოკარდის ენერგეტიკულ რეზერვებს. აქვეითებს სისხლძარღვების საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (სსპწ) და სისტემურ არტერიულ წნევას აწ (ი/ვ შეყვანისას).
ამიოდარონის ანტიარითმული მოქმედება განპირობებულია მიოკარდიუმის ელექტროფიზიოლოგიურ პროცესებზე გავლენით; ახანგრძლივებს კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალს, ზრდის წინაგულების, პარკუჭების, ატრიოვენტრიკულური კვანძის, ჰისის კონის და პურკინეის ბოჭკოების, აგზნების გატარების დამატებითი გზების რეფრაქტერულ პერიოდს.
თავისი სტრუქტურით, ამიოდარონი თირეოიდული ჰორმონების მსგავსია. იოდის შემცველობა შეადგენს მისი მოლეკულური წონის დაახლოებით 37%. გავლენას ახდენს თირეოიდული ჰორმონების ცვლაზე (აინჰიბირებს T3–ის T4–ად გარდაქმნას), აბლოკირებს კარდიომიოციტების და ჰეპატოციტების მიერ ამ ჰორმონების შებოჭვას, რასაც მოსდევს მიოკარდზე თირეოიდული ჰორმონების მასტიმულირებელი გავლენის შესუსტება (თ3 დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს თირეოტროპული ჰორმონის ჰიპერპროდუქცია და თირეოტოქსიკოზი).
ინტრავენური ბოლუსური ინექციისას, ამიოდარონის ანტიარითმული ეფექტი ვლინდება პრეპარატის შეყვანიდან ერთ საათში.
პარენტერალური შეყვანის გაგრძელებისას (ინფუზიისას), ეს ეფექტი მაქსიმუმს აღწევს 2 დღის განმავლობაშიმიღების ჩვენებები
ამიოდარონი, საინექციო ხსნარი, გამოიყენება აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფი სამკურნალო ეფექტის მისაღებად, ან პრეპარატის შიგნით მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში გულის რითმის მძიმე დარღვევებისას, როგორიცაა სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიები (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია), სუპრავენტრუკულური არითმიები (როგორც წესი ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი), მათ შორის წინაგულების ციმციმის და თრთოლვის პაროქსიზმი; წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია; კორონარული ან გულის უკმარისობის ფონზე განვითარებული არითმიები, პარასისტოლია, პარკუჭოვანი არითმიები და პაციენტები შიგასის მიოკარდიტით; სტენოკარდია.მიღების წესი და დოზირება
დოზირება ყოველთვის უნდა შეირჩეს თითოეული კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის და მოთხოვნების შესაბამისად.
ინტრავენური ინექცია
სტანდარტული დოზა შეადგენს 5 მგ/კგ სხეულის მასაზე (პაციენტებში გულის უკმარისობით – 2,5 მგ/კგ), და შეყვანილი უნდა იყოს არანაკლებ 3 წუთის განმავლობაში. განმეორებითი ინტრავენური ინექცია არ უნდა გაკეთდეს 15 წუთით ადრე პირველი ინექციიდან, შეუქცევადი კოლაფსის შესაძლო განვითარების გამო.
თერაპიული ეფექტი ვლინდება პირველი წუთების განმავლობაში, ხოლო შემდეგ, თანდათან მცირდება. ამის გამო, სტაბილური ეფექტის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრეპარატის ინტრავენური ინფუზია.
ინტრავენური ინფუზია
საწყისი თერაპია (დატვირთვის დოზა): ჩვეულებრივ დოზა არის 5 მგ/კგ სხეულის მასაზე და შეიყვანება 250 მლ 5% დექსტროზის (გლუკოზის) ხსნარში 20 წუთიდან 2 საათამდე პერიოდის განმავლობაში. ინფუზიის სიჩქარე უნდა შეირჩეს თერაპიული ეფექტის შესაბამისად. შესაძლებელია ამ დოზის განმეორებითი შეყვანა 2-3 ჯერ 24 საათის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ.
შემანარჩუნებელი დოზა: შეადგენს 10-20 მგ/მლ დღეღამეში (ჩვეულებრივ 600-დან 800 მგ-მდე, მაგრამ არა უმეტეს 1200 მგ დღე-ღამეში).
შეიყვანება 250 მლ 5% დექსტროზის ხსნარში
Show More