Ateroks tab 40mg #30

Ateroks tab 40mg #30

თურქეთი

ალი რაიფ ილაჩი
About Product
შემადგენლობა: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: 10მგ, 20მგ ან 40მგ ატორვასტატინი (ატორვასტატინის კალციუმის 10,85მგ, 21,70მგ, 43,40მგ შესაბამისი ფორმით). დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კალციუმის კარბონატი, Avicel PH 101, ნატრიუმის კროსკარმელოზა, H.P.C., tween 80, მაგნიუმის სტეარატი, Opadry-31K 28462 white (ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი).
გამოყენების ჩვენებები: ჰიპერქოლესტერინემია: დიეტასთან ერთად საერთო ქოლესტერინის (სქ), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის (დსლპ-ქს), აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B), ტრიგლიცერიდების (ტგ) მომატებული დონის დასაქვეითებლად მოზრდილებში, მოზარდებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით ან კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით (IIa და IIb ტიპები ფრედრიქსონის კლასიფიკაციით))-თუ დიეტოთერაპია და არაფარმაკოლოგიური მკურნალობის სხვა მეთოდები არ იძლევა ადეკვატურ ეფექტს. ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ პაციენტებში საერთო ქოლესტერინის (სქ), დსლპ-ქოლესტერინის (დსლპ-ქს), აპოლიპოპროტეინი B-ს (აპო-B) მომატებული დონის დასაქვეითებლად-თუ თერაპია დიეტით და ჰიპოლიპიდემიური მკურნალობის სხვა მეთოდები არ იძლევა ადეკვატურ ეფექტს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა ამ დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში, რისკის სხვა ფაქტორების კორექციაზე დამატების სახით.გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში: ატორვასტატინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდების გამოყენება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: ატორვასტატინი ახდენს უმნიშვნელო ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოყენების წესი და დოზები: ათეროქსის ტაბლეტები მიიღება შიგნით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატ ათეროქსის დანიშვნისას პაციენტისთვის რეკომენდებულია სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც უნდა დაიცვას მკურნალობის პერიოდშიც. პრეპარატ ათეროქსის საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეირჩევა დსლპ-ქს-ის საწყისი მაჩვენებლის, თერაპიის მიზნისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში ან-და პრეპარატის დოზის გაზრდისას საჭიროა სისხლის პლაზმაში ლიპიდების შემცველობის კონტროლი ყოველ 2-4 კვირაში და საჭიროების შემთხვევაში დოზის კორექტირება. პრეპარატის დოზა შეადგენს 10-80მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში.შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე
Show More
More Info
Brand
ალი რაიფ ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
atorvastatinum
Dose
40მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page