About Product
შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ასკორბინის მჟავა 50,0 მგ, რუტოზიდი უწყლო ნივთიერებაზე გაანგარიშებით - 50,0 მგ. დამხმარე ნივთიერებები: - საქაროზა 185,7 მგ კარტოფილის სახამებელი 38,7 მგ, კალციუმის სტეარატი 2,1 მგ, პოვიდონი ? 25-3,5 მგ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი
ჩვენებები: ასკორბინის მჟავას და რუტოზიდის ნაკლებობა, კომპლექსური თერაპია ვენების ვარიკოზული გაგანიერების, კანის ტროფიკული დარღვევის და წყლულის დროს, ქრონიკული ვენური უკმარისობა; ჰემორაგიული დიათეზი.
დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად თითო ტაბლეტი 2-3ჯერ დღეში, საკვების მიღების დროს ან კვების შემდეგ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2-3 კვირა.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, დისპეპსიური დარღვევები, თავის ტკივილი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ბავშვთა ასაკი.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ასკორბინის მჟავა ზრდის რკინის, პენიცილინის ჯგუფის სამკურნალო საშუალებების შეწოვას, ამცირებს ჰეპარინის და არაპირდაპირი კოაგულანტების კლინიკურ ეფექტს.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება ჰიპერკოაგულაციური მდგომარეობების, თრომბოზების მიმართ მიდრეკილების არსებობის, თრომბოფლებიტის დროს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ღია მომწვანო-მოყვითალო ფერის ტაბლეტები უმნიშვნელო წერტილებით, ბრტყელცილინდრული ფორმით, ჭრილით ცალ მხარეს და ნაზოლით ორ მხარეს. 10 ც ტაბლეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.
Show More
More Info
140514
Generic
ascorbic acid+rutin