AMLODIPINE BIOGARAN® 5mg tab №30

AMLODIPINE BIOGARAN® 5mg tab №30

პორტუგალია

ბლუფარმა/ბიოგარანი
About Product
ჩვენებები
ამლოდიპინი ინიშნება :
• მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზია) სამკურნალოდ ან
• მკერდის არეში ტკივილის, ეგრეთ წოდებული სტენოკარდიის დროს.
აღნიშნული შემთხვევების დროს შესაძლებელია პმს-ამლოდიპინის მიღება მონოთერაპიის სახით ან სხვა პრეპარატებთან ერთად.

მიღების წესები და დოზები
როგორც მაღალი არტერიული წნევის დროს ასევე მკერდის არეში ტკივილისას ამლოდიპინის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 5მგ დღეში. საჭიროების მიხედვით ექიმმა სესაძლებელია გაზარდოს დღიური დოზა მაქსიმუმ 10 მგ.
ამლოდიპინი მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია უფრო გაგიადვილდეთ თუ პრეპარატს მიიღებთ დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, მაგალითად საუზმის, სადილის დროს ან ძილის წინ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება თვითნებურად.
• პრეპარატის გამოყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება: საწყისი დოზა არის 2.5მგ დღეში ერთჯერ, შესაძლებელია დოზის ეტაპობრივად გაზრდა.
• პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (6-17 წელი): რეკომენდირებული დოზა არის 2.5-5მგ დღეში ერთჯერ
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერმა პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. პმს-ამლოდიპინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია შეშუპება და თავის ტკივილი.
თუმცა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე ქვემოთ მოცემული სიმპტომი შეგაწუხებთ:
• დაღლილობა, ძლიერი ძილიანობა
• მუცლის ტკივილი, გულისრევა
• თავბრუსხვევა

უკუჩვენება
• ალერგიული რეაქცია ამლოდიპინის ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
• ძალიან დაბალი არტერიული წნევა ( < 90 მმ ვერცხლისწყლის სვეტი სისტოლური წნევა)
განსაკუთრებული მითითებები
ამლოდიპინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ:
• როდესმე გაწუხებდათ გულის ან სისხლძარღვების დაავადებები;
• თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულის სარქველის შევიწროება);
• გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;
• გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა ( < 90 მმ ვერცხლისწყლის სვეტი სისტოლური წნევა);
• თუ ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას;
• თუ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ძუძუთი კვება.
ამლოდიპინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
უნდა აცნობოთ ექიმს თუ ღებულობთ, ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტი, აგრეთვე აცნობეთ თუ ღებულობთ ალკოჰოლურ სასმელებს ან იღებთ ნარკოტიკებს.
პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პმს-ამლოდიპინზე:
• ერითრომიცინი
• დილთიაზემი
• სოკოს საწინააღმდეგო აზოლები (კეტოკონალოზი, იტრაკონაზოლი)
• აივ პროტეაზა ინჰიბიტორები (მაგ: რიტონავირი)
• ბეტა-ბლოკატორები
• სილდენაფილი
არ მიირთვათ გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი პმს-ამლოდიპინით მკურნალობის პერიოდში.
შენახვის პირობები და ვადები
ამლოდიპინი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე (15-30oC) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
ბლუფარმა/ბიოგარანი
Country
პორტუგალია
Generic
amlodipine
Dose
5მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page