Tranedex tab 500mg #10

Tranedex tab 500mg #10

ინდოეთი

ლაბ. ზეე
-10% Extra With VISA Card
About Product
საერთაშორისო დასახელება - Acidum Tranexamicum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰემორაგიული და ჰემოსტაზური საშუალებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიფიბრინოლიზური საშუალება

შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი ან 5 მლ-ანი ამპულა შეიცავს
500 მგ ტრანექსამის მჟავას

კლინიკური ფარმოკოლოგია:
ტრანექსამის მჟავა არის ანტიფიბრინოლიზური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას.
ტრანექსამის მჟავა ასტაბილიზებს ფიბრინულ სტრუქტურებს, ვინაიდან ფიბრინის დეფექტური ფორმაციის ან ფიბრინის ძალიან სწრაფი დაშლის შედეგად ვითარდება ძლიერი ან რეციდივული სისხლდენა და ეს ხდება პლაზმინით ჰემოსტაზური ფიბრინის საბოლოო დაშლის პრევენციით.
გარდა ამისა,ტრანექსამის მჟავა ზრდის კოლაგენის სინთეზს და გრანულაციის ქსოვილებს, სავარაუდოდ ფიბრინული მატრიცის შენარჩუნების გზით.

ჩვენებები:
სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ:
-კბილის ამოღება ჰემოფილიის მქონე პაციენტებში;
-საშვილოსნოს ყელის კონიზაცია;
-ტონზილექტომია და ადენოდექტომია;
-პროსტატის ქირურგიული ოპერაცია;
-თვალის ტრავმა;
-სტომატოლოგიური ოპერაცია იმ პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.
სუბარაქნოიდული სისხლდენის რეციდივის თავიდან აცილება.
პირველადი ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით ინდუცირებული მენორაგია - მკურნალობა.
რქოვანის სპონტანური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია.
მემკვიდრული და არამემკვიდრული ანგიოშეშუპების მკურნალობა.
სისხლდენის პრევენცია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს.
გულის შუნტირების შემდეგ სისხლდენის პრევენცია.

გვერდითი ეფექტები:
ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით. მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავური დარღვევები (როგორიცაა გულისრევა, პირღებინება, დიარეა) და ჰიპოტენზია, განსაკუთრებით ვენებში სწრაფი შეყვანის შემდეგ.

დოზირება:
ტრანექსამის მჟავა მიიღება პერორალურად და ნელი ინტრავენული ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით.
რამდენიმე დღის შემდეგ ინექცია ჩვეულებრივ იცვლება პერორალური მიღებით.
დოზა მოზრდილებში:
პერორალური დოზა- 1-15 გ (ან 15-25 მგ/კგ) დღეში 2-4 ჯერ
ნელი ინტრავენული ინექცია-0.5-1გ (ან 10-15 მგ/კგ) დღეში 3 ჯერ
უწყვეტი ინტრავენული ინფუზია სიჩქარით 25-50 მგ/კგ-ზე დღეში.
დოზა ბავშვებში:
15-25 მგ/კგ-ზე პერორალურად ან 10 მგ/კგ-ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში ორჯერ.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 500მგ
ამულები 500 მგ.
პრეპარატები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ზეე
Country
ინდოეთი
Generic
tranexamic acid
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page