Sugrel tab 10mg #28

Sugrel tab 10mg #28

ესპანეთი

ლაბ. ლესვი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Prasugrel
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები

სუგრელი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრასუგრელს, მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს სახელწოდებით ანტითრომბოზული საშუალებები. თრომბოციტები სისხლის მცირე უჯრედული ფრაგმენტებია. როდესაც ხდება სისხლძარღვის დაზიანება, მაგალითად გაჭრა, თრომბოციტები გროვდებიან და წარმოიქმნიან სისხლის კოლტს (თრომბი). შესაბამისად, თრომბოციტები აუცილებელია სისხლდენის შესაჩერებლად. სისხლძარღვში, მაგალითად არტერიაში, კოლტების წარმოქმნა შეიძლება იყოს ძალიან საშიში, რადგან მათ შეუძლიათ შეაფერხონ სისხლის მიწოდება, რაც გამოიწვევს გულის შეტევას (მიოკარდიუმის ინფარქტი), ინსულტს ან გარდაცვალებას. არტერიებში არსებული თრომბი ახდენს სისხლის მიწოდების შეფერხებას, რაც იწვევს არასტაბილურ სტენოკარდიას (მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში).
სუგრელი ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარს და შესაბამისად ამცირებს სისხლის კოლტის ჩამოყალიბების უნარს.
თქვენ დაგენიშნათ სუგრელი, რადგანაც თქვენ გადაიტანეთ გულის შეტევა ან არასტაბილური სტენოკარდია და მკურნალობთ დაბლოკილი სისხლძარღვების გახსნის მიზნით. შეიძლება თქვენ გქონდეთ ერთი ან მეტი სტენტი ჩადგმული დაბლოკილი ან შევიწროებული არტერიის გასახსნელად. სუგრელი ამცირებს შემდგომში გულის შეტევის ან ინსულტის ან რომელიმე ათეროთრომბოზული დაავადებით გარდაცვალების რისკს. ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას (მაგ.: ასპირინი), სხვა ანტითრომბოზულ საშუალებას.

მიღების წესი
სუგრელის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სუგრელის სტანდარტული დოზა არის 10მგ დღეში. მკურნალობა დაიწყეთ 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით. 60კგ-ზე ნაკლები წონის ან 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში დოზა შეადგენს 5მგ დღეში.
ექიმი ასევე დაგინიშნავთ აცეტილსალიცილის მჟავას შესაბამისი დოზით (როგორც წესი, 75მგ-325მგ დღეში).
სუგრელი შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მიიღეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს.
ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალ ექიმს, სტომატოლოგს და ფარმაცევტს უთხრათ რომ ღებულობთ სუგრელს.

დოზის გადაჭარბება
დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რადგანაც მაღალია სისხლდენის რისკი. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დადგენილი დოზის მიღება, მიიღეთ გახსენებისთანავე. თუ დაგავიწყდათ სუგრელის მიღება მთელი დღის განმავლობაში, მიიღეთ მეორე დღეს ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორი დოზა ერთ დღეს. 14, 28, 56, 84 და 98 ტაბლეტიანი შეფუთვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტაბლეტის მიღების ბოლო დღე, ბლისტერზე დატანილ კალენდარის გამოყენებით.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, სუგრელის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
ექიმი განსაზღვრავს სუგრელით მკურნალობის სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.

გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, სუგრელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
ხელების, ფეხების ან სახის, განსაკუთრებით სხეულის ერთი მხარის უეცარი დაბუჟება და სისუსტე;
უეცარი დაბნეულობა, საუბრის ან სხვების ლაპარაკის გაგების გაძნელება.
სიარულის გაძნელება ან წონასწორობის ან კოორდინაციის დარღვევა.
თავბრუსხვევა ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი.
ყველა ზემოთ აღნიშნული შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები. ინსულტი არის სუგრელის არახშირი გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომელთაც არ აქვთ გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA).
აგრეთვე, დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისთანავე:
ცხელება, წითელი წერტილოვანი კანქვეშა სისხლჩაქცევები, შეიძლება ახლდეს უმიზეზო ძლიერი დაღლილობა, დაბნეულობა, კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა (სიყვითლე).
Show More
More Info
Brand
ლაბ. ლესვი
Country
ესპანეთი
Generic
prasugrel
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page