საერთაშორისო დასახელება - Ferri(III)hydroxidum palmytat+Folic ac. შემადგენლობა: თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი ექვივალენტური ელემენტარული რკინის 100მგ ფოლის მჟავა BP 550 მკგ დამხმარე ნივთიერებები q.s. საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზა/ ფოლის მჟავა თერაპიული კატეგორია: ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები
გამოყენების ჩვენებები: ფერუს-C ინიშნება - რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის - ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის
დოზირება და მიღების წესი: დღიური დოზაა ერთი კაფსულა დღეში ჭამის შემდეგ. მწვავე შემთხვევებში, 2 კაფსულა დღეში ან ექიმის მითითების მიხედვით. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრლძივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ. პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში - რკინის მარაგის შევსებამდე. რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. გვერდითი ეფექტები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და <0,01%) - სისავსის შეგრძნება, სიმძიმე ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა, შესაძლო შავი განავალი რკინის გამოთავისუფლების გამო არ არის მწვავე და არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 საათი. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.