Dicynone amp 250mg 2ml #50

Dicynone amp 250mg 2ml #50

სლოვენია

ლეკი
About Product
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ეტამზილატი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ეტამზილატს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სხვა სისტემური ჰემოსტატიკები
გამოყენების ჩვენებები
ქირურგიაში
წინა- და ოპერაციის შემდგომი კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა ყველა რთული ოპერაციის დროს ან ოპერაციებისას კარგად ვასკულიზებულ ქსოვილებზე: ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, მეანობაში, უროლოგიაში, სტომატოლოგიაში, ოფტალმოლოგიაში ან პლასტიკურ და აღდგენით ქირურგიაში.

თერაპიაში
ნებისმიერი წარმოშობის და ლოკალიზაციის კაპილარული სისხლდენის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ჰემატურია, სისხლიანი ღებინება, მელენა, სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან.

გინეკოლოგიაში
მეტრორაგია, პირველადი მენორაგია ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებით გამოწვეული მენორაგია, ორგანული პათოლოგიის არ არსებობის დროს.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- მწვავე პორფირია.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თუ პრეპარატი ინიშნება ჭარბი და/ან ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენების შესამცირებლად და ამასთან სასურველი ეფექტის მიღწევა ვერ ხერხდება, აუცილებელია გამოირიცხოს ყველა სხვა პათოლოგიის არსებობა, რომელსაც ამგვარი მდგომარეობის გამოწვევა შეუძლიათ.
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიით, როგორიცაა გალაქტოზის გადაუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
კლინიკური მონაცემები პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების შესახებ არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა ვერ გამოავლინეს რაიმენაირი პირდაპირი ან ირიბი ტოქსიკურობა, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ორსულობაზე, ემბრიონალურ, ფეტალურ და/ან პოსტნატალურ განვითარებაზე. გამოყენება ორსულობის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით.
პრეპარატის დედის რძეში შეღწევის უნარის თაობაზე მონაცემების არ არსებობასთან დაკავშირებით, ძუძუთი კვება მკურნალობის დროს არ შეიძლება. თუკი ძუძუთი კვება გრძელდება, მაშინ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დოზით 250-500 გ 3-4-ჯერ დღეში კუნთებში, ან ინტრავენურად 125-250 მგ 3-4-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში ერთჯერადი დოზა იზრდება 750 მგ-მდე, პარენტერული შეყვანისას კი 375 მგ-მდე. ბავშვებში ინიშნება დოზით 10-15 მგ/კგ/დღეში თანაბარი დოზებით 3-ჯერ დღეში. შესაძლებელია საინექციო ხსნარის ადგილობრივად გამოყენება; სტერილური ტამპონი, გაჟღენთილი ეთაზილატით, თავსდება ჭრლობაზე.


შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25С ტემპერატურაზე სინათლის და ტენისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

გაცემის პირობები
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტის მიხედვით.
Show More
More Info
Brand
ლეკი
Country
სლოვენია
Generic
etamsylate
Dose
250მგ/2მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page