Vitamin D3 amvilab 400IU chav tab #60
Vitamin D3 amvilab 400IU chav tab #60

Vitamin D3 amvilab 400IU chav tab #60

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი
About Product
დასახელება - Amvilab - ამვილაბი ვიტამინი D3 400სე საღეჭი 60 ტაბლეტი

საღეჭი ტაბლეტები ლიმონის და ლაიმის ნატურალური გემოთი

აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას
მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის
უზრუნველყოფს ნერვული და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი) ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს მათი საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. D3 ვიტამინი ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას(განლევა, გაწოვა) და აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესებში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე რადიაციული ზემოქმედებისგან, ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავების გაძლიერებას, რომელიც წარმოადგენს ძვლის რეზორბციის (ძვლიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.

D3 ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: რაქიტი, ოსტეოპოროზი, იმუნიტეტის დაქვეითება, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, რესპირატორული ინფექციები, რევმატოიდული ართრიტი, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

ჩვენება:

ვიტამინი D3-ის დეფიციტი
რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
იმუნიტეტის დაქვეითება
ინტენსიური ზრდის პერიოდი
მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა
ვიტამინი D3-ის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
კანის დაავადებები
კარიესის პროფილაქტიკა
არასრულფასოვანი კვება
შემადგენლობა: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) - 10 მკგ (400სე).

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა.

დოზირება: მიიღება 4 წლის ასაკიდან 1 საღეჭი ტაბლეტი 1-2 ჯერ დღეში კვების დროს.
Show More
More Info
Brand
ამვილაბი
Country
ამერიკის შეერთებული შტატები
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
400სე
Form
ტაბლეტი საღეჭი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page