სოლდევიტი ხელს უწყობს: - უზრუნველყოფს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ აბსორბციასა და უტილიზაციას. რაც თავის მხრივ აუცილებელია ძვლების და კბილების განვითარებისათვის. - ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. - ეხმარება ორგანიზამს ნორმალური იმუნური სისტემის ფუნქციონირებასა და ჯანსაღი ანთებითი პასუხის ჩამოყალიბებაში.
ჩვენებები : ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა. როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპორზის მკურნალობის დროს.
მიღების წესი: ინიშნება დაბადების 8 დღიდან. ერთი დოზა დღეში, ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ერთი დოზირება შეიცავს 10 მკგ (400 სე) ვიტამინ D3. დოზატორის არსებობა უზრუნველყოფს დოზის სიზუსტით მიღებას.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ 25 C (ოთახის ტემპერატურაზე) ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.