საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): omega 3 კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ომეგა 3 სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით
C ვიტამინი 10 მგ - ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ D3 ვიტამინი 2 მკგ - არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილს მოტეხილობისგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას E ვიტამინი 1.2 მგ - აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია ALA 65 მგ - აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის
ჩვენებები: • ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა • მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება • ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა • ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით • რაქიტი, მოტეხილობები • კოგნიტური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება • იმუნური სისტემის გაძლიერება • თვალის დაავადებები
კომპლექსურ თერაპიაში: • მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები • კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა • ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი • აუტოიმუნური დაავადებები
უკუჩვენება • შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა
რეკომენდებული დღიური დოზა: 3-6 წელი - 1-2 ჟელიბონი დღეში 6-12 წელი - 1-3 ჟელიბონი დღეში 12 წლის ზევით - 1-5 ჟელიბონი დღეში ომესამი ჟელი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივობა - 1-3 თვე