About Product
კომბინირებული მედიკამენტი
შემადგენლობა
ომესამი ჯუნიორის ერთი საღეჭი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის 850 მგ-ს - DHA - 250 მგ, EPA - 82 მგ.
ჩვენებები
- ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა მოზარდებში;
- კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
- მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
- ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნება და იმუნიტეტის ამაღლება;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
- ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
უკუჩვენება
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
უსაფრთხოების ზომები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი ჯუნიორი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამი ჯუნიორის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამი ჯუნიორის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი ჯუნიორი ინიშნება 6 წლიდან, 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა დაიღეჭოს.
მკურნალობის ხანგრძლივობა - არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე
ინახება არა უმეტეს 25 0C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
Show More
More Info
116368
Generic
fish oil (omega-3) /EPA+DHA/