საერთაშორისო დასახელება - Pine bark შემადგენლობა: ფრანგული ზღვისპირა ფიჭვის ქერქის ექსტრაქტი P (Pinus Maritima) 40 მგ არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, შაქარს.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი: ლაიფენი არის უნიკალური ბუნებრივი მცენარეული ანთებსაწინააღმდეგო საშუალება. გააჩნია მრავალმხრივი მოქმედებაAახდენს რა NF-KB ფაქტორის აქტივობის დათრგუნვას, თრგუნავს პროსტაგლანდინების და ჰისტამინის გამოთავისუფლებას. Aაზოტის ოქსიდის გამომუშავების ხარჯზე აუმჯობესებს სისხლძარღვოვანი კაპილარების ფუნქციონირებას, ამაგრებს სისხლძარღვოვანი კაპილარების კედლებს, აფერხებს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას. Gგააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ჩვენებები: ანთებითი პროცესით მიმდინარე დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა: - სასუნთქი სისტემის მხრივ: - მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, მორეციდივე რესპირტორული დაავადებები, პოლინოზი, ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა, მწეველთა ბრონქიტი; - საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები: ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებული სპონდილოართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, პოლიართრიტი; - ენდომეტრიოზი, დისმენორეა, პრემენსტრუალური ტკივილი; - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; - ვენების ვარიკოზული გაგანიერება; - მენიერის დაავადება; - დიაბეტური რეტინოპათია;
გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა. უკუჩვენება: სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად. მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში პერორალურად 1 - 2 ტაბლეტი დღეში. ბავშვებში 4- 6 წლიდან 1მგ/კგ წონაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-3 თვე. გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში. შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250ც ტემპერატურაზე. აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი: INTERNATIONAL HEALTH SOLUTIONS, დიდი ბრიტანეთი.