Okomistin eye drops 0.01% 10ml in vial #1
Okomistin eye drops 0.01% 10ml in vial #1

Okomistin eye drops 0.01% 10ml in vial #1

Russia

ინფამედი კ
About Product
საერთაშორისო დასახელება - Benzyldimethyl [ 3- (myristoylamino) propyl ] ammonium chloride monohydrate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში
ჯგუფის დასახელება
ბენზილდიმეთილ-მირისტოილამინო-პროპილამონიუმი
წამლის ფორმა
თვალის, ყურის და ცხვირის წვეთები

შემადგენლობა 100 მლ
აქტიური ნივთიერება:
ბენზილდიმეთილ[3-(მირისტოილამინო)პროპილ]ამონიუმის ქლორიდის მონოჰიდრატი (უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) – 0,01 გ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი – 0,90 გ, გასუფთავებული წყალი 100 მლ-მდე.

გამოყენების ჩვენებები
ოფთალმოლოგია
ოკომისტინი, თვალის, ყურის, ნაზალური წვეთების გამოყენება რეკომენდებულია თვალის წინა ნაწილის ინფექციური პროცესების (ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, კერატიტის, კერატოუვეიტის) კომპლექსური მკურნალობის დროს, თვალის ტრავმის და თვალის დამწვრობის (თერმული და ქიმიური) დროს; ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ჩირქოვან-ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
ახალშობილთა ოფთალმიის პროფილაქტიკისთვის, მათ შორის გონოკოკური და ქლამიდიური ინფექციების დროს.
ოტორინოლარინგოლოგია
პრეპარატი გამოიყენება მწვავე სინუსიტის/რინოსინუსიტის კომპლექსური მკურნალობის დროს, ქრონიკული სინუსიტის/რინოსინუსიტის გამწვავებისას, მწვავე რინიტის; მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტის, ქრონიკული ჩირქოვანი მეზოტიმპანიტის და ოტომიკოზების დროს.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზები
ოფთალმოლოგია
ადგილობრივად. მოზრდილებში მკურნალობის მიზნით, პრეპარატ ოკომისტინს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში, 1-2 წვეთს 4-6 ჯერ დღე-ღამეში კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატს იწვეთებენ 2-3-ჯერ დღე-ღამეში ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგ 1-2 წვეთს 3-ჯერ დღე-ღამეში 10-15 დღის განმავლობაში.
თვალის დამწვრობის მკურნალობის დროს, თვალის წყლის დიდი რაოდენობით გამორეცხვის შემდგომ, ატარებენ ხშირ ინსტილაციებს (ყოველ 5-10 წუთში) 1-2 საათის განმავლობაში. Mმკურნალობის გასაგრძელებლად პრეპარატი გამოიყენება 2-2 წვეთი, 4-6-ჯერ დღე – ღამეში.
პედიატრიულ პრაქტიკაში, ბავშვებში ბაქტერიული კონიუნქტივიტების სამკურნალოდ, პრეპარატ ოკომისტინს იწვეთებენ კონიუნქტივურ პარკში 1-1 წვეთს 6 ჩაწვეთებამდე დღე-ღამეში, 7-10 დღის განმავლობაში.
ახალშობილებში ოფთალმიის პროფილაქტიკისთვის, ახალშობილს დაბადებისთანავე აწვეთებან პრეპარატის 1 წვეთს ორივე თვალში 2-ჯერ, 2-3 წუთის ინტერვალით.
ოტორინოლარინგოლოგია
ადგილობრივად, მოზრდილებში, მწვავე სინუსიტის/რინოსინუსიტის დროს,. ქრონიკური სინუსიტის/რინოსინუსიტის გამწვავებისას, მწვავე რინიტისას, ცხვირის ლორწოვანი გარსის ინფექციის დროს, პრეპარატ ოკომისტინის 2-3 წვეთს იწვეთებენ თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი 14 დღემდე.
პედიატრიულ პრაქტიკაში, 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მწვავე რინოსინუსიტის სამკურნალოდ, ქრონიკული რინოსინუსიტის გამწვავებისას, პრეპარატ ოკომისტინს იწვეთებენ თითოეულ ნესტოში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში 10-14 დღის განმავლობაში.
მოზრდილებში, ადგილობრივად.
მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტების და ოტომიკოზების დროს პრეპარატ ოკომისტინს იწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, 5-5 წვეთი 4-ჯერ დღე-ღამეში, ან ჩაწვეთების ნაცვლად გარეთა სასმენ მილში შეჰყავთ პრეპარატით დასველებული დოლბანდის ტურუნდა 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს. მოზრდილებში ქრონიკული მეზოტიმპანიტების დროს პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას. პრეპარატის შეყვანა ხდება ულტრაბგერითი აპარატურული ირიგაციის, ან ტიმპანურ ღრუში მისი ანტიბიოტიკებთან ერთად შეყვანის მეთოდით.
პრეპარატ ოკომისტინის გამოყენებიდან მე-3-4 დღეს დადებითი დინამიკის არ არსებობის შემთხვევაში (არსებული ნიშნების/სიმპტომების მეტად გამოხატვის ან ახალი ნიშნების/სიმპტომების გამოვლენისას, გართულების შემთხვევაში), აუცილებელია მიმართოთ ექიმს!

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, დისკომფორტი, რომელიც გაივლის თავისთავად 15-20 წამში და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
Show More
More Info
Brand
ინფამედი კ
Country
Russia
Generic
benzyldimethyl amonium chloride monohidrate
Dose
0.01%
Form
წვეთები თვალის/ყურის/ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page