Betadine soaft solut 7.5% 120ml #1
Betadine soaft solut 7.5% 120ml #1

Betadine soaft solut 7.5% 120ml #1

უნგრეთი

მუნდიფარმა
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
7.5% თხევადი საპონი 120მლ ფლაკონი #1
7.5% თხევადი საპონი 1000მლ ფლაკონი #1
აქტიური სუბსტანცია
პოვიდონ იოდი 75 მგ ხსნარის ყოველ მილილიტრში (7.5% ხსნარის ექვივალენტური).
დამხმარე ნივთიერებები:
ნონილფენოქსიპოლი (ეთილენეოქსი) ეთანოლის ეთერი, სუპერ ლაურილის დიეთანოლამიდი,
ეთოქსილირებული ლანოლინი, ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა, გასუფთავებული წყალი,
ნატრიუმის ჰიდროქსიდი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი არის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ანადგურებს სხვადასხვა
პათოგენურ ორგანიზმებს (ანტიმიკრობული ეფექტი) და გამოიყენება ჰიგიენური და ხელების
ოპერაციამდელი დეზინფექციისათვის.
ის ანადგურებს ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და უმარტივესებს. პრეპარატი ფაქტიურად არატოქსიურია.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ხელების ჰიგიენური დეზინფექციისათვის და ხელების ოპერაციამდელი
დეზინფექციისათვის.
პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.
მიღების წესები და დოზები
ბეტადინი ქირურგიული ხსნარი გამოიყენება კონცენტრირებული სახით და არ საჭიროებს განზავებას.
ხელების ჰიგიენური დეზინფექცია:
დაიბანეთ ხელები და იდაყვები თბილ, გამდინარე წყალში, შემდეგ დაიტანეთ ბეტადინი ქირურგიული
ხსნარის 5 მლ ერთ მტევანზე და გადაინაწილეთ ორივე მტევანსა და იდაყვზე, საჭიროების შემთხვევაში
პრეპარატი შეიძლება ოდნავ დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად; დაიმუშავეთ ხელები არანაკლებ ერთი
წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი, გამდინარე წყლით.
ხელების ქირურგიული დეზინფექცია:
ორივე ხელი და იდაყვი უნდა დამუშავდეს საპნისა და თბილი წყლის გამოყენებით. საპონი შემდეგ უნდა
მოშორდეს დიდი რაოდენობის გამდინარე წყლით, რათა არ დარჩეს საპნის ნარჩენები ხელებსა და
იდაყვებზე.
დისპენსერის გამოყენებით 10 მლ ბეტადინი ქირურგიული ხსნარი დაიტანეთ მტევნებზე და გაავრცელეთ
ხელებსა და იდაყვებზე. თუ საჭიროა, პრეპარატი შეიძლება დატენიანდეს ქაფის წარმოსაქმნელად და
დამუშავდეს ხელები არანაკლებ 2.5 წუთის განმავლობაში.
დაიბანეთ ხელები სტერილური წყლის გამოყენებით და გაიმშრალეთ სტერილური ნაჭრით.
დეზინფექციისთვის საჭირო დრო: 5 წუთი
ბეტადინი ქირურგიული ხსნარის დეზინფექციისთვის საჭირო რაოდენობა: 20 მლ
გვერდითი მოვლენები
მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს კანის ისეთი გარდამავალი გაღიზიანება, როგორიცაა:
ქავილი, სიწითლე (ბუშტუკიც კი), გავრცელებული გამონაყარი, დაჩირქება. ბეტადინი ქირურგიული
საპონის გამოყენებამდე რეკომენდებულია ჰიგიენური ან პრექირურგიული დაბანა. იმ შემთხვევაში თუ
განვითარდა გაღიზიანება ან სხვა არახშირი რეაქციები, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის და
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
უკუჩვენება
პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული: იოდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი
დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადებისას,
კანის ანთებითი გამონაყარისას, რომელსაც თან ახლავს ბუშტუკოვანი გამონაყარი (დურინგის
ჰერპეტიფორმული დერმატიტი) და რადიოაქტიური იოდით დიაგნოსტირებამდე ან მკურნალობამდე.
ის გამოიყენება 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (რისკი/სარგებელის
გათვალისწინებით) და მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობით.
სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე ის არ გამოიყენება ორსულობის მეოთხე თვის შემდეგ და ლაქტაციის
დროს.
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა მოცემულ პარაგრაფში
აღნიშნული მდგომარეობები.
Show More
More Info
Brand
მუნდიფარმა
Country
უნგრეთი
Generic
povidone iodine
Dose
7.5%
Form
საპონი თხევადი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
120მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page