Cefazolin 1000mg fl #1

Cefazolin 1000mg fl #1

უკრაინა

ბორშაგოვსკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - cefazolin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მესამე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ფლაკონი შეიცავს ცეფაზოლინს (ნატრიუმის მარილის სახით) _ 1.0 გ-ს.

ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• სასუნთქი სისტემის ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია);
• ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (მათ შორის, შუა ყურის ანთება);
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: (ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა);
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები: (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
• მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციები (სანაღვლე გზების ინფექციები, პერიტონიტი);
• ენდოკარდიტი;
• მასტიტი;
• სეფსისი;
• შარდსასქესო სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი);
• ვენერული დაავადებები (სიფილისი, გონორეა);
• ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის დროს.

მიღების წესები და დოზები
დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ინფექციური პროცესის ლოკალიზაციასა და ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხზე.
ცეფაზოლინი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (ნაკადურად ან წვეთოვნად).
კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 4 მლ საინიექციო წყალში და შეჰყავთ ღრმად კუნთში. ვენაში ნაკადურად შეყვანისას პრეპარატის ერთჯერად დოზას ხსნიან 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შეჰყავთ ნელა 3_5 წთ განმავლობაში.
ვენაში წვეთოვნად შეყვანისას 0.5_1.0 გ ცეფაზოლინს ხსნიან 100_150 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.
მოზრდილებში საშუალო სადღეღამისო დოზაა 1_4 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დაზა _ 6 გ. პრეპარატი შეჰყავთ 2_4-ჯერ დღეში.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება ვენაში 1 გ ცეფაზოლინი ოპერაციამდე 0.5_1 სთ-ით ადრე, 0.5_1 გ _ ოპერაციის დროს და 0.5-1 გ - ოპერაციის შემდეგ ყოველ 8 სთ-ში მომდევნო 24 სთ-ის განმავლობაში.
ბავშვებში საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 25_50 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც 3_4 მიღებაზე იყოფა, მძიმე ინფექციების დროს _ 100 მგ/კგ სხეულის მასაზე.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანოზული კოლიტი, იშვიათად - ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული გაზრდა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, იშვიათად _ ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, სტივენ-ჯონსონის სინდრომი;
ცალკეულ შემთხვევებში _ კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ცხელება, ართრალგია.
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში შეყვანისას _ მტკივნეულობა შეყვანის ადგილას, ვენაში შეყვანისას _ ფლებიტი.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან ცეფალოსპორინების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;
• 1 თვემდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
Show More
More Info
Brand
ბორშაგოვსკი
Country
უკრაინა
Generic
cefazolin
Dose
1000მგ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page