- სახის გამწმენდი ხაზი, - ნებისმიერი ასაკის ქალბატონი და მამაკაცი, - ყველა ტიპის, მგრძნობიარე კანი.
ძირითადი მოქმედების ეფექტი: - ათავისუფლებს კანს ტოქსინებისა და ეპიდერმისზე დაგროვილი დაბინძურების ნაწილაკებისაგან, - ეპიდერმისს ანიჭებს ნათელ და ჯანსაღ ბზინვარებას, - კანს ხდის გლუვსა და ელასტიურს, ათანაბრებს კანის რელიეფსდა ხდის ერთგვაროვანს, - ატენიანებს და არბილებს, ხელს უწყობს კანის უჯრედების სწრაფ განახლებას.
დამატებითი მოქმედების ეფექტი: - კანს ანიჭებს სისუფთავისა და კომფორტის შეგრძნებას.
გამოყენების წესი: - დაიტანეთ გასუფთავებულ, მშრალ კანზე, წაისვით სქელი ფენა მთელ სახეზე, დაიტოვეთ 2 წუთი, შემდეგ დაისველეთ ხელები და ნაზი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სანამ რძისებრ მასად გარდაიქმნება, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. - გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
შემადგენლობა: - დამასკური ვარდის ყვავილის წყალი - არბილებს ეპიდერმისს, ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას, - მცენარეული წარმოშობის (ბამბუკი) აქტივიზირებული ნახშირი - ათავისუფლებს კანს ტოქსინებისა და ეპიდერმისზე დაგროვილი დაბინძურების ნაწილაკებისაგან, - მირტის ფოთლების ექსტრაქტი და მზესუმზირის თესლის ზეთი - დამატენიანებელი, დამარბილებელი, გამამკვრივებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.