Duac gel 15g #1

Duac gel 15g #1

გლაქსო ოპერეიშენს
About Product
შემადგენლობა: კლინდამიცინი, ბენზოლის პეროქსიდი.

დუაკი შეიცავს ორ ნივთიერებას: კლინდამიცინს და ბენზოლის პეროქსიდს. დუაკი მიეკუთვნე-ბა “აკნეს საწინააღმდეგო” პრეპარატების ჯგუფს. დუაკი გამოიყენება მსუბუქი ან საშუალო
ფორმის აკნეს სამკურნალოდ. დუაკში შემავალი კლინდამიცინი და ბენზოლის პეროქსიდი კომბინაციაში, ხელს უწყობენ:
1. აკნეს გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობის შემცირებას,
2. აკნეს რაოდენობის შემცირებას,
3. აფერხებენ ახალი ღია და დახურული შავი ფერისმჭამელების და ახალი აკნეს წარმოქმნას,
4. ამცირებენ კანის გაცხიმოვნებას.

უკუჩვენება: ალერგიული რეაქცია კლინდამიცინის, ბენზოლის პეროქსიდის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტების მიმართ; ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლინკომიცინის (ანტიბიოტიკი) მიმართ.

დუაკი მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
პრეპარატი დუაკი გამოიყენება დღეში ერთხელ, საღამოს.
ზოგიერთ შემთხვევაში, დუაკის სრული ეფექტის მისაღებად, აუცილებელია პრეპარატის გამოყენება 4-6 კვირის განმავლობაში. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება 12 კვირაზე მეტხანს.


როგორ გამოიყენება პრეპარატი დუაკი:
უნდა მოხდეს მაკიაჟის მოშორება.
აუცილებელია გაწმენდილი სახის კანის საგულდაგულოდ დაბანა თბილი წყლით და შემდეგ ნაზად გამშრალდეს პირსახოცით.
გასუფთავებულ კანზე გელის მცირე ნაწილის შეზელვა ხდება თითების ბალიშებით.
გელის წასმა უნდა მოხდეს მთლიან გასუფთავებულ კანზე და არა მხოლოდ გამონაყარზე.
მთლიანი სახის დასაფარად გამოიყენება გელის ის რაოდენობა, რომელიც თავსდება
თითის ბალიშსა და პირველ ფალანგს (თითის პირველი მოხრა) შორის. ეს რაოდენობა
შეესაბამება “თითის ბალიშს”
სახის და ზურგის დასაფარად გამოიყენება გელის ის რაოდენობა, რომელიც შეადგენს
ორ ნახევარ “თითის ბალიშს”. თუ გელი ადვილად არ ნაწილდება კანზე ეს ნიშნავს, რომ იგი გამოიყენება დიდი რაოდენობით.
გელის გამოყენების შემდეგ პაციენტმა უნდა დაიბანოს ხელები.
გელის შეშრობის შემდეგ შეიძლება არაზეთოვანი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (მაგ: სახის, თვალების, პირისა და ენის შეშუპება, გამონაყარი ან
სუნთქვის გაძნელება); ძლიერი ან ხანგრძლივი ფაღარათი ან მუცლის სპაზმი; ძლიერი წვის
შეგრძნება, აქერცვლა და ქავილი.

დუაკის შენახვის წესი
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფარმაცევტს: ინახება მაცივარში (2C-8C) ტემპერატურაზე. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
პაციენტს: მკურნალობის დასრულების შემდეგ გამოუყენებელი პრეპარატი უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს, პრეპარატი ინახება 25C ტემპერატურაზე და 2 თვის შემდეგ უნდა იქნეს
გადაგდებული. დუაკი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
გლაქსო ოპერეიშენს
Country
Generic
clindamycin+benzoyl peeroxidum
Dose
10მგ+50მგ/1გრ
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
15გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page