Dikloflex sol inj/inf i.v i.m 75mg/3ml #10
Dikloflex sol inj/inf i.v i.m 75mg/3ml #10

Dikloflex sol inj/inf i.v i.m 75mg/3ml #10

ბულგარეთი

ვეტპრომი
About Product
დიკლოფლექსი საინექციო ხსნარი

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი. ერთი 3 მლ ამპულა შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.
სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერებები): პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E223), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულურად შემდეგი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის:
- სახსრების რევმატული ხასიათის (ართრიტი) ტკივილი, ზურგის ტკივილი, აგაყინული მხრისა სინდრომი, ლატერალური ეპიკონდილიტი და ძვლებისა და სახსრების ტკივილით მიმდინარე სხვა მდგომარეობები;
- პოდაგრის შეტევები;
- მწვავე ტკივილი ნაღვლის ბუშტში ან თირკმელებში კენჭების დროს;
- ტკივილი და შეშუპება ოპერაციისა და ტრავმის შემდეგ;
- შაკიკის მძიმე შეტევები.
- ინტრავენური ინფუზიები გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და პროფილაქტიკისთვის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოს პირობებში.

მიღება:
კუნთში ინექცია
დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი შეიყვანება ღრმად დუნდულა კუნთში.

ინტრავენური ინფუზია
ხსნარს აზავებენ ფიზიოლოგიურ ხსნარში ან გლუკოზის ხსნარში და ნელა შეჰყავთ ვენაში.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას. მნიშვნელოვანია მიიღოთ უმცირესი ეფექტიანი დოზა რაც შეიძლება მოკლე დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ მოზრდილებში დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარი გამოიყენება ორი დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას აგრძელებენ ტაბლეტებით ან სუპოზიტორიებით.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ დიკლოფლექსი 25 მგ/მლ საინექციო ხსნარის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტია.

შენახვის პირობები
25C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
Brand
ვეტპრომი
Country
ბულგარეთი
Generic
diclofenac
Dose
75მგ/3მლ
Form
ხსნარი საინექციო. საინფუზიო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
3მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page