Deflamol oitment 18g #1
Deflamol oitment 18g #1

Deflamol oitment 18g #1

ბულგარეთი

სოფარმა
About Product
დეფლამოლი მალამო წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო პროდუქტს გამოხატული ეპითელოტონური ქმედებით. კანზე გამოყენებისას ის ახდენს დამარბილებელ, მასტიმულირებელ და რეგენერაციულ მოქმედებას კანის ეპითელურ უჯრედებზე. გამოიყენება როგორც კანის დამცავი და დამარბილებელი საშუალება მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. განსაკუთრებით დრენაჟების, ილეოსტომის ან კოლოსტომიის დროს, დერმატიტის და საფენისგან კანის გამონაყარის დროს, მზის, თერმული და ქიმიური ზემოქმედების შედეგადკანის დაზიანების შემთხვევებში, ზედაპირული ჭრილობის და წყლულებისთვის (კანის გარქოვანების, სკდომის და გახეხვის დროს).

თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ, ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.
არ გამოიყენოთ დეფლამოლი
თუ თქვენ ალერგიული (ზემგრძნობიარე) ხართ ამ პეპარატის აქტიური ნივთიერების, მიწის თხილის, სოიოს და ან ამ პრეაპარატის ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების მიმართ.
ორსულობა, ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ან თვლით რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას მიმართეთ ექიმს რჩევისთვის ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

დეფლამოლის მალამოს გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს ან ძუძუთი კვების დროს.
დეფლამოლის მალამო უნდა წაისვათ კანის გაღიზიანებულ ზედაპირეზე 1-2-ჯერ დღეში. თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ თავს უკეთესად არ იგრძნობთ,ან თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

თუ თქვენ გამოიყენეთ დეფლამოლის საჭიროზე მეტი დოზა, ამ შემთხვევაში არ არის მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დეფლამოლის შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ 25С ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისობის ვადა ტუბის გახსნიდან - 6 თვე.

არ გამოიყენოთ ის შეფუთვაზე მითითებული თარიღის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც თქვენ უკვე არ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
ბულგარეთი
Generic
retinol+cholecalcipherol
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
18გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page