About Product
შემადგენლობა: თითო აპკით დაფარული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 5 მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K25, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, HPMC (ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი (PEG 6000).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალებები.
ჩვენებები: ალერგიული რინიტი, ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება, ქავილი, ბუშტუკები და სიწითლე კანზე.
დოზირება და მიღების წესი: შიგნით მისაღებად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. შესაძლებელია პრეპარატის მიღება კვების დროს ან კვებათა შორის პერიოდში. ყოველთვის მიიღება ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. 6-12 წელი: 5 მგ ერთხელ დღეში. 12 წლიდან: 5 მგ ერთხელ დღეში. ხანდაზმული პაციენტები თირკმლის უკმარისობის გარეშე არ საჭიროებენ დოზის კორექციას. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში ინიშნება დაბალი დოზები. ბავშვებში დოზირება აღნიშნულ შემთხვევაში ხდება სხეულის წონის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები: პირის, ენის, სახის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ქავილი, არტერიული წნევს უეცრად დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს ან შოკს. სხეულის უკონტროლო კანკალი კრუნჩხვებთან ერთად, ღვიძლის ანთება, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის უკმარისობა, მხედველობის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება. პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დაკარგვა, კანკალი, მუცლის ტკივილი, შეშუპება, წონის მატება, კუნთების ტკივილი, აგრესიული ან შემაწუხებელი ქცევა, ღებინება, გულისრევა, არარსებული საგნების ხედვა, დეპრესია, გემოს შეგრძნების ცვლილება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, ტკივილი შარდვის დროს, შარდი ბუშტის არასრულად დაცლა, შიმშილის გრძნობის გაძლიერება, სუნთქვის უკმარისობა, ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის, პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის და სხვა ანტიჰისტამინური საშუალების მიმართ. თირკმლის ფუნქციის დაქვეითება.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ცეტირიზინის, ლევოცეტირიზინის ან სხვა ცენტრალური მოქმედების საშუალებების ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. უნდა ეცნობოს ექიმს თუ პაციენტი იღებს ან ბოლო დროს ღებულობდა რომელიმე პრეპარატს.
განსაკუთრებული გაფრთხილება: არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკში. შეიცავს ლაქტოზას, რის გამოც პრეპარატის მიღებამდე რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს. ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, რომლებიც მოქმედებენ ტვინზე, შესაძლოა გავლენა მოახდინოს სიფხიზლეზე. თუ პაციენტს აქვს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში შემდგომი დოზა მიღებულ უნდა იქნეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. კრებროსით მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა არ იწვევს საზიანო ეფექტებს, თუმსა მოსალოდნელია სიმპტომების კვლავ გამოვლინება.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის დროს, ვინაიდან პრეპარატის მიღების დროს შესაძლოა პაციენტს ინდივიდუალურად აღენიშნოს საერთო სისუსტე და დაღლა.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა მოზრდილებში ხოლო მოუსვენრობა და შფოთვა ბავშვებში. დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 5 მგ აპკით დაფარული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერზე. შეფუთვაშია #20 თეთრი, ოვალური ფორმის, ამობურცული, აპკით დაფარული ტაბლეტები, ცალ მხარეს ლოგოთი „LS“.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More