თითოეული აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ცეფიქსიმი USP ტრიჰიდრატის სახით, რომელიც ექვივალენტურია 400 მგ. უწყლო ცეფიქსიმის
გამოიყენება: ცეფიქსიმის ტაბლეტი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ცეფალოსპორინები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ. ცეფიქსიმის ტაბლეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: • შუა ყურის ინფექცია • სინუსის ინფექცია • ყელის ინფექცია • ინფექცია, რომელიც იწვევს ბრონქიტის ხანგრძლივ გაუარესებას • ფილტვების სერიოზული ინფექციები (პნევმონია), რომლებიც შეძენილია საავადმყოფო გარეთ • საშარდე გზების ინფექციები
მიღების წესი: დოზირება თქვენი ექიმი გადაწყვეტს ცეფიქსიმის ტაბლეტის სწორ დოზას და მიღების ხანგრძლივობას. ცეფიქსიმის ტაბლეტის რაოდენობა, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ, დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე. ზუსტად მიჰყევით ექიმის მითითებებს და არასდროს შეცვალოთ დოზა თვითნებურად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ როდის და რამდენი უნდა მიიღოთ მედიკამენტი. ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში: ჩვეულებრივი დოზა ზრდასრულებისთვის შეადგენს ერთ ან ორ ცეფიქსიმის ტაბლეტს დღიურად. თუ დღეში ინიშნება ორი ცეფიქსიმის ტაბლეტი, შესაძლებელია მათი მიღება როგორც ერთჯერადი დოზა ან დაყოფილი ორი დოზად. თუ ექიმმა დაგინიშნათ ერთი დოზა დღეში, უნდა მიიღოთ ყოველ 24 საათში. თუ ექიმმა დაგინიშნათ ორი დოზა დღეში, თითოეული დოზა უნდა მიიღოთ ყოველ 12 საათში (შეიძლება თქვენთვის მოსახერხებელია დოზის მიღება დილით და საღამოს). წამალი ყოველთვის უნდა მიიღებოთ ერთსა და იმავე დროს. ხანდაზმულები: ხანდაზმულთათვის დოზები იგივეა, რაც მოზრდილებში, თუ თირკმელების ფუნქცია ნორმალურია. თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტები: თირკმელების პრობლემების მქონე მოზრდილ პაციენტებში, ცეფიქსიმის ტაბლეტის დოზა შესაძლოა საჭიროებდეს შემცირებას. თქვენი ექიმი გამოთვლის დოზას თქვენთვის, სისხლის ან შარდის ანალიზების შედეგების მიხედვით, შეაფასებს რამდენად კარგად მუშაობს თქვენი თირკმელები და ასევე შესაბამისად თქვენი ინფექციის სიმძიმეს. არასაკმარისია მონაცემებია ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენებასთან დაკავშირებით თირკმელების პრობლემების მქონე ბავშვებში და მოზარდებში. შესაბამისად ცეფიქსიმის ტაბლეტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ პაციენტებში გამოყენებისთვის. 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები : წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში12 შეიძლება დაინიშნოს იგივე დოზა როგორც მოზრდილებში. 6 თვის ასაკიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 6 თვეზე მეტი ასაკის და 11 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ ცეფიქსიმი პერორარული სუსპენზიის სახით (სითხე შიგნით მისაღებად), ვიდრე ტაბლეტი. 6 თვემდე ასაკის ბავშვები: ცეფიქსიმის ტაბლეტი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის. თუ იღებთ უფრო მეტ რაოდენობა ცეფიქსიმის ტაბლეტს, ვიდრე საჭიროა: თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი ვიდრე საჭიროა, ან ბავშვი გადაყლაპავს ცეფიქსიმის ტაბლეტს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებას ან თქვენს ექიმს .
შენახვის პირობები: შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ტენიანისგან დაცულ ადგილას.