გამოყენების წესი და დოზები: განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. კატაქსოლის ჩაწვეთება ხდება დაზიანებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 2 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში. გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია თვალების დახუჭვა და ცხვირ-საცრემლე სადინარზე თითის დაჭერა, რაც ამცირებს სამკურნალო პრეპარატის სისტემურ აბსორბციას. შედეგად, მცირდება მისი გვერდითი ეფექტები. პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი თერაპიისათვის. მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი მკურნალობის შეწყვეტა რეკომენდებული არ არის.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: კატაქსოლის თვალის წვეთების გამოყენება ორსულებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მისი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
გამოყენება პედიატრიაში: ბავშვების სამკურნალოდ კატაქსოლის გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სხვა სამკურნალო საშუალებებთან კატაქსოლის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
ჭარბი დოზა: პრეპარატის გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა: კატაქსოლი 0,015%-იანი თვალის წვეთები, გამოდის 15 მლ-იანი პლასტმასის ფლაკონ-საწვეთურში ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ, არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.