უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები: დატანისას შემდეგ ადგილობრივად შეიძლება გამოიწვიოს ტკივილისა და წვის ხანმოკლე შეგრძნება, რომელიც მალევე ქრება და არ საჭიროებს პრეპარატის გამოყენების შეწყვეტას.
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებული მითითებები: არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება კანის საფარველის დიდ უბანზე, რადგან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფენოლის დოზის გადაჭარბებას: რადგან ფენოლი აღწევს სისხლში და დიდ დოზას შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიური ზემოქმედება ორგანიზმზე (თავბრუსხვევა, სისუსტე). გასათვალისწინებელია, რომ ფუქსინის შემცველობის გამო პრეპარატი ზედაპირს ღებავს წითლად! ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის შესწავლილი;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აკრძალულია.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა: 25მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში, პოლიეთილენის საცობით და თავსახურით.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III (გაიცემა ურეცეპტოდ).