- სხეულის მოვლა. - ახალშობილები და მთელი ოჯახი. - მშრალი და მგრძნობიარე კანი. - სახე, ტანი, ტუჩები. - ვეგანური.
ძირითადი მოქმედების ეფექტი: - ინტენსიურად უვლის და ამშვიდებს კანის მშრალ უბნებს, ლოყებზე, ნიკაპზე, ტუჩებსა და ხელებზე. - ამშვიდებს ნერწყვით გაღიზიანებულ კანს და ანიჭებს მომენტალურ შვებას. - აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს და აძლიერებს დამცველობით ფუნქციას. - იცავს ბავშვის კანს ცივ, ქარიან, წვიმიან და მკაცრ ამინდში.
დამატებითი მოქმედების ეფექტი: - ხანგრძლივად უნარჩუნებს კანს სირბილეს და იცავს გარემო ფაქტორებისგან.
გამოყენების წესები, რეკომენდაციები: - დაიტანეთ გასუფთავებულ კანზე ლოკალურად, მშრალ, აქერცლილ და გაწითლებულ უბნებზე. - გამოიყენება ლოყების, ხელების, ნიკაპის, ტუჩების გამოშრობისგან დასაცავად.
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები: - ორგანული კალენდულას ექსტრაქტი - დამამშვიდებელი მოქმედებით, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. - ორგანული კაკაოს კარაქი - ტენის შემანარჩუნებელი და დამცავი მოქმედებით. - ორგანული ავოკადოს ზეთი - კანის დამამშვიდებელი და ბარიერის გამაძლიერებელი მოქმედებით. - 100% ნატურალური შემცველობა, ცვილებითა და ორგანული ზეთებით, არ შეიცავს წყალს, პარფიუმს და ალკოჰოლს.