Calcium-D-3 Nycomed forte tab cheweble #120
Calcium-D-3 Nycomed forte tab cheweble #120

Calcium-D-3 Nycomed forte tab cheweble #120

ნორვეგია

ტაკედა
About Product
შემადგენლობა

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი 1250 მგ (ელემენტარული კალციუმის 500 მგ ექვივალენტური), ქოლეკალციფეროლი 11.0 მკგ (400 სე ვიტამინი D3) 4,40 მგ ქოლეკალციფეროლის კონცენტრატის სახით*.
გამოყენების ჩვენება

-კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

-კალციუმის და D ვიტამინის მიღება ოსტეოპოროზის მკურნალობის კომპლექსური თერაპიის დამატებად პაციენტებში კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის რისკით.



გამოყენების წესი და დოზები

მოზრდილები და ხანდაზმული ასაკის პირები: ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ.

შესაძლებელია ტაბლეტების დაღეჭვა ან დაწუწვნა.
უკუჩვენება

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან დამხმარე კომპონენტების მიმართ;

-თირკმელების მძიმე უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1.73 მ2);

-დაავადება და/ან მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს ჰიპერკალციემიას და/ან ჰიპერკალციურიას;

-შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი);

-D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;

-18 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს გამოყენება შესაძლებელია ორსულობის დროს კალციუმის და D ვიტამინის უკმარისობის შემთხვევაში. ორსულობის დროს სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2500 მგ კალციუმს და 4000 სე D ვიტამინს. მაგრამ, საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული კალციუმით და D ვიტამინით ჭარბი დოზის მიღება ორსულ ქალებში, რადგან მუდმივი ჰიპერკალციემია არასასურველად მოქმედებს განვითარებად ნაყოფზე.

D ვიტამინი თერაპიულ დოზებში არ ფლობს ტერატოგენულ მოქმედებას.

ლაქტაციის პერიოდი

კალციუმი-D3 ნიკომედი ფორტეს მიღება შესაძლებელია ბუნებრივი კვების დროს. D3 ვიტამინი და კალციუმი აღწევენ დედის რძეში. ეს გასათვალისწინებელია ბავშვისთვის დამატებით D ვიტამინის დანიშვნის შემთხვევაში.


შენახვის პირობები

ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, არაუმეტეს 30С ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ტაკედა
Country
ნორვეგია
Generic
calcium carbonate+colecalcipherol /D-3/
Dose
500მგ+400სე
Form
ტაბლეტი საღეჭი
Quantity
120
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page