მოქმედება: ბენე თუთია ხელს უწყობს ფერტილობას და რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ მოქმედებას,ასევე დნმ-ს სინთეზს. ეს მინერალი ასევე არეგულირებს ტესტოსტერონის დონეს სისხლში. თუთია ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმს. თუთია გადამწყვეტ როლს ასრულებს ცილის სინთეზსში, რაც უზრუნველყოფს ძვლების, თმის, ფრჩხილებისა და კანის სიჯანსაღეს. თუთია ხელს უწყობს A ვიტამინის მეტაბოლიზმს, რაც დიდ როლს ასრულებს მხედველობის სისტემის ნორმალიზებაში. თუთია აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
დოზირება და მიღების წესი: მიიღება ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.
შენახვის წესი: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე დახურულ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.