Analgon-Dual solution for ijection i/m amp #3
Analgon-Dual solution for ijection i/m amp #3

Analgon-Dual solution for ijection i/m amp #3

საქართველო

ბიოპოლუსი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა: 2 მლ საინექციო ხსნარი ა შეიცავს: დექსამეტაზონი - 3,32 მგ,ფენილბუტაზონი - 375,0 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 4,00 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი - 49,08 მგ, ნატრიუმის ძმარმჟავა სალიცილამიდი - 150,0 მგ,საინიექციო წყალი - 1675,92 მგ. 1 მლ საინექციო ხსნარი ბ შეიცავს: ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) - 2,50 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 2,0 მგ, საინიექციო წყალი - 996,5 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდების შემცველი კომბინირებული საშუალება.

ჩვენებები: მწვავე დაავადებების ხანმოკლე მკურნალობა: სახსრების სინდრომი რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, პოდაგრის დროს. ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი, მათ შორის ხერხემლის რეგენერაციული დაავადების დროს და სხვა.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება 1 ინექცია დღეში ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს, არაუმეტეს კვირაში 3 ინექციისა. მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარების დროს ინტერვალი მათ შორის უნდა იყოს არანაკლებ 2 კვირისა. ინექციას აკეთებენ ღრმად კუნთებში, ნელა. პაციენტი უნდა იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. შპრიცით იღებენ ჯერ ა ხსნარს, შემდეგ ბ ხსნარს და ხდება მათი შერევა. ხსნარის ტემპერატურა ახლოს უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან.

გვერდითი მოვლენები: თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, იშვიათად - ფსიქოზი, მხედველობის, სმენისა და მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის წასვლა ფეხზე მოულოდნელად წამოდგომისას, ლეიკოპენია, თრომბოემბოლია, სასუნთქი გზების შევიწროება, შარდის გამოყოფის არ ქონა, იშვიათად - ადგილობრივად ტკივილი ინექციის არეში, სოკოვანი ინფექცია, ციებ-ცხელება.

უკუჩვენებები: მწვავე გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; გლაუკომა; შეგრენის სინდრომი; წითელი მგლურა; პანკრეატიტი; ქრონიკული ართრიტი; ბაქტერიული ინფექციები; თრომბოემბოლია. ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვები 14 წლამდე, ხანდაზმული ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია, ღვიძლის და თირკმელების უკმარისობა, ბრადიკარდია, თავის ტვინისა და ფილტვების შეშუპება, ლეიკოპენია, აპლასტიური ანემია, გულის უკმარისობა, კრუნჩხვები, კომა. მკურნალობა: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა სარეანიმაციო ღონისძიებები; ჩვენების მიხედვით კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები; ჰემოდიალიზი.

გარეგნული სახე და შეფუთვა: საინექციო ხსნარი. ორმაგი ამპულები #3.

შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ბიოპოლუსი
Country
საქართველო
Generic
phenylbutazone+cyancobalamin+dexamethasone
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
3
Volume
2მლ+1მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page