ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის და საშარდე გზების დისფუნქციის დროს.
დოზირება და მიღების წესი: სითხის მიღების წინ ბოთლი უნდა შეინჯღრეს. მოზრდილები: 25 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3-ჯერ დღეში; ბავშვები 6-დან 12 წლამდე: 10 მლ ჭამის წინ 30 წუთით ადრე, 3-ჯერ დღეში. 6 წლამდე ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციებისს გამოვლენა.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 330 მლ მოცულობის თეთრი პლასტმასის ბოთლი, მოყვითალო ფერის გაუმჭვირვალე ხსნარით.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ ბოთლი ინახება მაცივარში.