Aklief cream 50mkg 30.0

Aklief cream 50mkg 30.0

საფრანგეთი

გალდერმა
About Product
მოქმედი ნივთიერება: ტრიფაროტენი

გამოყენება

აკლიფი გამოიყენება სახეზე და/ან ტანზე ჩვეულებრივი აკნეს (Acne Vulgaris) კანისმიერი მკურნალობისთვის 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში, როდესაც ვლინდება ბევრი კომედონი (თეთრი და შავი წერტილები), პაპულები და პუსტულები (ანთებითი ჩირქოვანი გამონაყარი).

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

აკლიფის კრემის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს სიწითლე, აქერცვლა, სიმშრალე. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

აკლიფის გამოყენება არ შეიძლება ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, გახეხილ ან ეგზემატურ კანზე.
აკლიფი არ უნდა მოხვდეს თვალში, ქუთუთოებზე, ტუჩებზე ან ლორწოვან გარსებზე. თუ პროდუქტი შემთხვევით მოხვდება თვალში, დაუყოვნებლით კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სიფრთხილეა საჭირო კანის მგრძნობიარე უბნებზე წასმისას, როგორიცაა კისერი ან იღლიები.
თუ პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ გამოვლინდება მგრძნობელობის რეაქცია, აკლიფის გამოყენება უნდა შეწყდეს.
აკლიფის გამოყენება არ შეიძლება მზით დამწვარ კანზე. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, მათ შორის, მზის ნათურები ან ფოტოთერაპია. როდესაც შეუძლებელია ზემოქმედების თავიდან აცილება, დამუშავებულ ადგილებზე რეკომენდებულია მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მზისგან დამცავი ფაქტორით (SPF) მინიმუმ 30 და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება (როგორიცაა ქუდი და პერანგი). თუ მაინც დაგეწვათ მზეზე სახე, მკერდი, მხრები ან ზურგი, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ უბნებზე, სანამ კანი არ აღდგება.

ორსულობა
არ გამოიყენოთ აკლიფი თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ დაორსულებას.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ძუძუთი კვება
აკლიფის გამოყენებისას არსებობს რისკი, რომ კრემში შემავალი მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში და ახალშობილის/ჩვილის რისკი არ არის გამორიცხული. პაციენტმა და ექიმმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შეწყდეს ძუძუთი კვება თუ მოხდეს აკლიფით თერაპიისგან თავშეკავება, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლის და დედისთვის თერაპიის სარგებლის გათვალისწინებით.
მეძუძურმა ქალებმა არ უნდა გამოიყენონ აკლიფი გულმკერდის ან მკერდის არეში, ჩვილ ბავშვებში გადაყლაპვის და/ან კონტაქტური ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად.

აკლიფის გამოყენების წესი
აკლიფი განკუთვნილია 12 წლიდან და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის მხოლოდ სახის და/ან ტანის კანზე გამოყენებისთვის. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი სხეულის სხვა ნაწილებზე. არ გადაყლაპოთ.

გამოყენების ინსტრუქცია
ტუმბოს პირველად გამოყენებამდე მოამზადეთ იგი რამდენიმეჯერ დაჭერით (მაქსიმუმ 10-ჯერ), სანამ მცირე რაოდენობის პრეპარატი არ გამოიყოფა. ამის შემდეგ ტუმბო მზად არის გამოსაყენებლად. აკლიფის კრემის თხელი ფენა წაისვით სახის დაზიანებულ უბნებზე (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, მარჯვენა და მარცხენა ლოყა) და ტანის დაზიანებული ადგილებზე დღეში ერთხელ, საღამოს
ტუმბოს ერთი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს სახის (ანუ შუბლის, ლოყების, ცხვირის და ნიკაპის) დასაფარად.
ტუმბოს ორი ამოქმედება საკმარისი უნდა იყოს ტანის ზედა ნაწილის დასაფარად (ანუ ზურგის მისაწვდომი უკანა ნაწილი, მხრები და მკერდი). ერთი დამატებითი ტუმბოს ამოქმედება შეიძლება გამოყენებულ იქნას ზურგის შუა და ქვედა ნაწილზე, თუ აკნე იქაც გავრცელებულია.
ერთ დღეში ტუმბოს ოთხზე მეტი ამოქმედება რეკომენდებული არ არის
Show More
More Info
Brand
გალდერმა
Country
საფრანგეთი
Generic
trifarotene
Dose
50მკგ
Form
კრემი
Quantity
1
Volume
30გ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page