
გაციების პირველივე ნიშნებს რჩევები მოჰყვება - ახლობელი იმას გირჩევს, რაც ერთხელ თავად დაეხმარა; სოციალურ ქსელში სულ სხვა რამეს კითხულობ, კომენტარებში კი ამ კონკრეტულ რჩევასაც ეწინააღმდეგებიან.
როგორღაც ისე ხდება, რომ პასუხის ძებნას კითხვაზე - როგორ გავუმკლავდე გაციებას - კიდევ უფრო მეტი კითხვა მოსდევს.
ინფორმაცია დიდია, წყაროები - უსასრულო და, ხშირად, გადაუმოწმებელი, რაც თავისთავად ართულებს გამოჯანმრთელების პროცესს.
სწორედ ამ პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად ფარმადეპო. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში გაციების შესახებ გავრცელებულ კითხვებს ერთად მოვუყრით თავს და ექიმებთან და შესაბამისი სფეროს სპეციალისტებთან ერთად გავცემთ მათ ამომწურავ პასუხებს. ცხადია, შევეხებით იმ საკითხებსაც, რომლებზეც ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გვხვდება ხოლმე.
ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე დავიყვანოთ დრო, რომელიც გაციების სიმპტომებთან ბრძოლისას საჭირო ინფორმაციის მოძიებაში გჭირდება.
ოთხი თვის განმავლობაში გაციების ოთხ ფაზაზე გაგიზიარებთ სასარგებლო ინფორმაციას:
სანამ გაციება იჩენს თავს, ჯერ პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებში და ჩვენ ირგვლივ გავრცელებული რჩევებიდან რომელს აქვს სამედიცინო საფუძველი?
მას შემდეგ, რაც პირველი სიმპტომები გამოვლინდება, კითხვა სხვა შინაარსს იძენს - რას მივაქციოთ ყურადღება ახლა და როგორ მივხედოთ თავს, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან.
ცალკე ვისაუბრებთ უფრო ძლიერ სიმპტომებზეც, რა დროსაც განსაკუთრებით იმის ცოდნაა მნიშვნელოვანი, თუ როდის გვჭირდება ექიმის შეფასება.
გამოჯანმრთელების პერიოდსაც თანაბარ დროსა და ენერგიას დავუთმობთ. გამოკეთების შემდეგაც არსებობს კითხვები საკუთარ თავზე ზრუნვასა და ჩვეულ რიტმში დაბრუნებაზე.
ზოგიერთ კითხვას მოკლე საგანმანათლებლო პოსტით გავცემთ პასუხს; სხვებზე ექიმს გავესაუბრებით, უფრო ვრცელ თემებს კი სტატიებში განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ფარმადეპოში შესაბამისი შეთავაზებებიც დაგხვდება და გაციების სხვადასხვა სიმპტომთან გასამკლავებლად საჭირო საშუალებებს ყიდვას სპეციალური აქციების ფარგლებში შეძლებ. თვალი ადევნე ჩვენს Facebook-ს და TikTok-ს, სადაც შეთავაზებებზე ეტაპობრივად მოგიყვებით და საინფორმაციო კონტენტსაც აქვე გაგიზიარებთ.
საბოლოოდ, გაციების სეზონზე ისედაც არ ვუჩივით საზრუნავის სიმცირეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საჭირო ინფორმაციის გარკვევა დამატებით თავსატეხად არ უნდა იქცეს.