
სექტემბრის განმავლობაში ფარმადეპო ექსკლუზიურ აქტივობას გთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგცემს, მარტივი პირობის შესრულებით საჩუქრად მნიშვნელოვანი ღირებულების ბეჭდები დააგროვო.
სექტემბრის თვის აქტივობის ფარგლებში, გადაიხადე მინიმუმ 50 ლარი 3 სხვადასხვა დღეს და საჩუქრად მიიღე 30 ბეჭედი!
აქციის ფარგლებში შეზღუდვა არ გაქვს - პირობა ნებისმიერ პროდუქციაზე მოქმედებს, მათ შორის, თავის მოვლის საშუალებებზე, მედიკამენტებზე, ბავშვის მოვლის ხაზსა და სხვ.
უფრო მეტიც, აქტივობაში ჩართულია უკვე ფასდაკლებული პროდუქციაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი თვის განმავლობაში ორმაგ სარგებელს მიიღებ: ყიდულობ საჭირო ნივთებს საუკეთესო ფასად და, ამავდროულად, აგროვებ ბეჭდებს საჩუქრად მომავალი შენაძენისთვის.
იმისთვის, რომ დასაჩუქრდე 30 ბეჭდით, უნდა დააკმაყოფილო ორი მარტივი პირობა:
მინიმალური თანხა: გადაიხადე მინიმუმ 50₾.
სხვადასხვა დღე: 50₾-იანი ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს 3 სხვადასხვა დღეს სექტემბრის განმავლობაში.
მაგალითად: თუ 50 ლარის პროდუქციას შეიძენ 5, 12 და 20 სექტემბერს, აქციის პირობა შესრულებულად ჩაითვლება. გაითვალისწინე, რომ ერთსა და იმავე დღეს განხორციელებული რამდენიმე შესყიდვა დაითვლება, როგორც 1 დღე. მთავარია, 50₾-იანი შენაძენები თვის განმავლობაში გადაანაწილო.
როგორც იცი, ერთი ბეჭდის ღირებულება 50 თეთრია, შესაბამისად, საჩუქრად მიღებული 30 ბეჭედი 15 ლარია. ბეჭდების გამოყენება შეგიძლია პროდუქტის შესაძენად, თანაგადახდისთვის ან სხვადასხვა შეთავაზების გააქტიურებისთვის.
სექტემბერში დაგროვებული 30 ბეჭედი შენს ანგარიშზე 2 ოქტომბერს ავტომატურად ასახება.
დაგროვებული ბეჭდებისა და მიმდინარე ბალანსის გადამოწმებას ნებისმიერ დროს შეძლებ სახლიდან გაუსვლელად, შენს პირად კაბინეტში.