როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას?
Blog
Categories
Pharmadepot web and application get Trust Mark
arrow
Before pregnancy
arrow
Mother and Baby
arrow
promo
arrow
Take care of your health
arrow
Selfcare
arrow
პირის ღრუს მოვლა
Face Care
ტუჩის მოვლა
Hair Care
Sun care

როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას?

Hair Care
07.07.2024
undefined

ჯანმრთელი, ლამაზი და მოვლილი თმისთვის არაერთ ხერხს მივმართავთ, თუმცა საქმე რთულდება როდესაც საუბარია ცხიმიან თმაზე, რადგან ახალდაბანილი თმაც კი სწრაფად კარგავს მოცულობას, არასასურველ იერს იძენს და რთულია ვარცხნილობის შენარჩუნება.

 

ამიტომ ბლოგში დაგეხმარებით, შეარჩიოთ სწორი პროდუქტები თქვენი თმისა და სკალპისთვის, ასევე გაგაცნობთ ცხიმიანობის ხელის შემშლელ და მაპროვოცირებელ ფაქტორებს.

რატომ ცხიმიანდება თმა?

სკალპი შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, რომლებიც ბუნებრივ პირობებში გამოიმუშავებენ ცხიმს - ბუნებრივ ზეთს. ეს ზეთი ატენიანებს ჩვენს თმას და სკალპს. თუმცა, სწორედ მისი გადაჭარბებული გამოყოფა იწვევს ცხიმიანობას და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს. 

 

ცხიმიანობის გამომწვევი შეიძლება გახდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: გენეტიკური განწყობა, ჰორმონალური დარღვევები, სტრესი, გარემო პირობები, არასწორად შერჩეული მოვლის საშუალებები და სხვა.

შეარჩიეთ სწორი შამპუნი

Klorane shampoo for oily hair, Vichy shampoo for oily hair, The Body Shop shampoo for oily hair, Isis Pharma shampoo for oily hair

ცხიმიანი თმის მოვლისას, მთავარი ეტაპია შესაბამისი შამპუნის შერჩევა და მისი სწორად გამოყენება. შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც არ გამოგიშრობთ თავის კანს, შეუნარჩუნებს თქვენს თმას ხანგრძლივ სისუფთავეს და დაგიბალანსებთ ცხიმიანობას.

ცხიმიანი თმისთვის საუკეთესოა შამპუნი, რომელიც ცხიმის წარმოქმნას აბალანსებს, ასევე სასურველია, არ შეიცავდეს სილიკონებსა და პარაბენებს.

 

ცხიმიანი თმის მოვლისთვის, გირჩევთ, შეარჩიოთ პროდუქტები შემდეგი შემადგენლობით:

1. სალიცილის მჟავა -  ხელს უწყობს სკალპის გაწმენდას და ცხიმის მოცილებას, მას შეიცავს - ვიში - დერკოსი შამპუნი სებომარეგულირებელი ცხიმიანი თმისთვის.

2. ჩაის ხის ზეთი - ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც წმენდს სკალპს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას. იდეალური არჩევანი იქნებოდა ბოდი შოპის შამპუნი ჩაის ხის ზეთით, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ნივთიერებას სუფთა სახით.

3. თუთია - შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, თუთიის შემცველობით შეგიძლიათ გამოიყენოთ ისისფარმას ACM ნოვოფანის სებო-მარეგულირებელი შამპუნი.

4. ჭინჭრის ექსტრაქტი - არეგულირებს ცხიმის წარმოქმნას სკალპზე , ჭინჭრის ექსტრაქტს შეიცავს - კლორანი - შამპუნი ცხიმიანი თმისთვის .

ასევე ეცადეთ, საგულდაგულოდ ჩამოიბანოთ შამპუნი თმიდან, რათა არ დაგრჩეთ ნაწილაკები და თავიდან აირიდოთ სკალპის გაღიზიანება.

თმის კონდიციონერი

A girl puts conditioner on her hair, The Body Shop Tea Tree Oil Conditioner

ალბათ გსმენიათ მითი იმის შესახებ, რომ ცხიმიან თმას არ სჭირდება კონდიციონერი. რეალურად ისიც საჭიროებს დატენიანებასა და დაცვას, განსაკუთრებით თმის ბოლოებზე.

 

კონდიციონერი აძლიერებს თმის სტრუქტურას, ამცირებს მტვრევადობას და კვებავს მას.

მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი, გირჩევთ გამოიყენოთ - ბოდი შოპის კონდიციონერი ჩაის ხის ზეთით, რომელიც შექმნილია სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის და ატენიანებს თმას დამძიმების გარეშე.               პროდუქტი დაიტანეთ სუფთა, ნოტიო თმაზე, აქცენტი გააკეთეთ თმის სიგრძეზე და ბოლოებზე, გაიჩერეთ 2-3 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ.

სკალპის მოვლა

Scalp care

ცხიმიან სკალპს (თავის კანს) განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მხოლოდ შამპუნის გამოყენებით თავის კანი საფუძვლიანად არ სუფთავდება და რჩება ნაწილაკები, რომელიც აპროვოცირებს ცხიმის მოჭარბებულ გამოყოფას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, გამოიყენოთ თმის სკრაბი და სწორად შეარჩიოთ სავარცხელი. 

დავარცხნა

Oily hair and a hair comb

ჯერ კიდევ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ცხიმიანი თმის დავარცხნა უფრო აუარესებს მას. თუმცა ეს მხოლოდ მითია, სწორი სავარცხლის შერჩევით მეტიც, სწორად გაანაწილებთ ცხიმს თმაზე და თმის ძირები ნაკლებად ცხიმიანი გამოჩნდება. ამისათვის გირჩევთ, შეარჩიოთ ნატურალური ჯაგრისი, რომელიც დამატებით ანიჭებს თმას მოცულობას და დიდხანს უნარჩუნებს მას.

თმის სკრაბი

ცხიმიანი თმა მარტივად იკრავს ჭუჭყს და ცხიმთან ერთად აგროვებს სკალპზე, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს სკალპის ისეთი პრობლემები, როგორიცაა ცხიმიანი სებორია, სკალპის ანთება და ფორების დახშობა.


სკალპის სუფთა და ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ სკრაბი, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობასა და ზრდას.

 

გირჩევთ, თმის მოვლის რუტინაში ჩართოთ იგი კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ის მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს, ჭუჭყს, მკვდარ უჯრედებს და თმის მოვლის სხვა პროდუქტების ნარჩენებს. იდეალური იქნება ბოდი შოპის - ცხიმიანი თმის სკრაბი . დაიტანეთ პროდუქტი კვირაში ერთხელ შამპუნის ნაცვლად, კარგად დაისველეთ თმა და წაისვით სკრაბი პირდაპირ სკალპზე, ნაზად დაიმასაჟეთ, პარალელურად აქაფდება და ჩაანაცვლებს შამპუნს, ბოლოს კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ხშირი დაბანა

Washing oily hair

ხშირი დაბანა უარყოფითად მოქმედებს თქვენს თმასა და სკალპზე , რადგან აშრობს სკალპს და იწვევს ზედმეტი ცხიმის წარმოებას, ასევე აშორებს ბუნებრივ ცხიმს, რომელიც საჭიროა თმის ჯანმრთელობისთვის.შესაბამისად ირღვევა სკალპის დამცველობითი ბარიერი და იზრდება გაღიზიანების რისკი. ხშირმა დაბანამ შესაძლოა დააზიანოს თმის სტრუქტურაც და გახადოს თმა მტვრევადი,სუსტი.

 

სწორედ ამიტომ უმჯობესია გაზარდოთ თმის დაბანის ინტერვალი,დაიბანოთ ყოველ მესამე დღეს და ალტერნატივად გამოიყენოთ მშრალი შამპუნი.

მშრალი შამპუნი

isana dry shampoo and klorane dry shampoo

მშრალი შამპუნი შესანიშნავი საშუალებაა ცხიმიანობასთან გასამკლავებლად.იგი ეხმარება თმას სისუფთავის შენარჩუნებაში და ამცირებს ხშირი დაბანის საჭიროებას. აუცილებელია, შეარჩიოთ მშრალი შამპუნი, რომელიც შეესაბამება თქვენი თმის ტიპს და ფერს.

 

ცხიმიანი თმისთვის იდეალურია,  კლორანი - მშრალი შამპუნი ცხიმიანი სკალპისთვის და მუქი თმისთვის ჭინჭრის ექსტრაქტით რომელიც 25 წამში შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და უნარჩუნებს თმას სისუფთავეს 48 საათის განმავლობაში.

ასევე ისანა - მშრალი შამპუნი ნორმალური/ცხიმიანი თმის - რომელიც შთანთქავს ზედმეტ ცხიმს და მატებს თმას მოცულობას.

დამატებითი რჩევები

გარდა ზემოთ აღნიშნული პროდუქტებისა, არის რიგი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თმის/სკალპის გაცხიმიანება.

 

  1. შეამცირეთ თმასთან შეხების სიხშირე

    ხშირმა შეხებამ შეიძლება მეტად გააცხიმიანოს თქვენი თმა, დაამძიმოს და დააკარგვინოს მოცულობა.

     

  2. ნუ დაიბანთ ცხელი წყლით

    ცხელი წყალი სკალპს უფრო მეტად აცხიმიანებს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებით, ასევე ის აზიანებს და აშრობს თავის კანს, რაც ზრდის ცხიმის გამოყოფას.
    გამოიყენეთ თბილი ან გრილი წყალი, რაც ხელს შეუწყობს ცხიმის კონტროლს და თმის ჯანმრთელობას.

     

  3. არაჯანსაღი საკვების გავლენა
    ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია ცხიმიანი თმისა და სკალპის მოვლისთვის. შეამცირეთ თქვენი ორგანიზმისთვის მავნე პროდუქტები, რომლებიც სკალპის გაცხიმიანებასაც აპროვოცირებს, მაგალითად შაქარი, ცხიმი და სხვა.

     

  4. სტრესი
    სტრესის უარყოფითი როლი ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დიდია. დაძაბულობამ და შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის გაძლიერებულ გამოყოფას.

     

  5. სხვა მიზეზები
    ცხიმიანობის გამომწვევი შეიძლება იყოს თავსაბურავის ან ქუდის ხშირად/ხანგრძლივად ტარება, ასევე თმის საფიქსაციო საშუალებები, მაგალითად, ჟელე, მუსი და ლაქი. ასევე, გირჩევთ, მოერიდოთ თმის გაშრობას მაღალი ტემპერატურით. 

     

  6. სკალპის მასაჟი
    ცხიმიანი სკალპისთის არ არის რეკომენდებული თავის კანის ხშირი დამასაჟება, რადგან მასაჟი მეტად ასტიმულირებს ცხიმის სეკრეციას.

     

  7. ექიმთან ვიზიტი                                                      გაითვალისწინეთ, აღნიშნული საშუალებები დაგეხმარებათ ცხიმიანობის კონტროლში. თუმცა, თუ მათ გამოყენებასთან ერთად ვერ ახერხებთ ცხიმიანობის ეფექტურად მართვას, შესაძლებელია ორგანიზმში მიმდინარეობდეს ჰორმონალური დარღვევები, ამიტომ გირჩევთ მიმართოთ ექიმს ან დერმატოლოგს.

შეჯამება

ჩვენი სკალპი შეიცავს ცხიმოვან ჯირკვლებს, რომლებიც ბუნებრივ პირობებში გამოიმუშავებენ ცხიმს - ბუნებრივ ზეთს, სწორედ ამ ცხიმის გადაჭარბებული სეკრეცია იწვევს ცხიმიანობას. 

 

აუცილებელია გამოიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ სკალპის საფუძვლიანად გასუფთავებასა და ზედმეტი ცხიმის გადანაწილებაში, რუტინაში ჩართეთ ცხიმიანი თმის შამპუნი, კონდიციონერი, თავის კანის სკრაბი და მშრალი შამპუნი. 

მოერიდეთ ცხელი წყლით დაბანას, ხშირ შეხებას თმაზე, თმის საფიქსაციო საშუალებებს და სკალპის ინტენსიურ მასაჟს.

Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page