
ზრდასრულთა ინკონტინენციის, ანუ შარდის შეუკავებლობის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებს ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ, ფარმადეპოს ასორტიმენტს ახალი თურქული ბრენდი ONLY ONE შეემატა, რომელიც მომხმარებელს ზრდასრულთა მოვლის მაღალხარისხიან, საიმედო პროდუქტებს სთავაზობს.
ONLY ONE-ის უკან ცნობილი თურქული სამედიცინო კომპანია Atılım Sağlık დგას, რომელიც ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. კომპანიის პორტფოლიო დღეს 200-ზე მეტ სამედიცინო დასახელებას აერთიანებს. ბრენდის პროდუქცია მრავალწლიან გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტებს ემყარება.
ბრენდის თითოეული პროდუქტი დაცულობისა და კომფორტის შეგრძნების გარშემოა შექმნილი. პროდუქციაში გამოყენებული ინოვაციური SAP (Super Absorbent Polymer) ტექნოლოგია სითხეს მყისიერად იწოვს და საიმედოდ აკავებს შიდა შრეებში. სპეციალურად დამუშავებული რბილი ზედაპირი ხელს უწყობს კანის სიმშრალის შენარჩუნებას და იცავს მას გაღიზიანებისგან.
ამას გარდა, ჰიდროფობიური მასალასა და სპეციალურ გვერდით ბარიერებს სითხის გაჟონვის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროდუქტის კონსტრუქცია ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი ეფექტურად ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს.
ფარმადეპოში ONLY ONE-ის სამი ძირითადი ხაზია წარმოდგენილი: საფენები, ტრუსები და ზეწარი.
ზრდასრულთა საფენი განკუთვნილია მათთვის, ვისაც შარდის შეუკავებლობის დროს განსაკუთრებით მაღალი დაცვა და სხეულზე მჭიდრო ფიქსაცია სჭირდება. ზევით ხსენებული SAP ტექნოლოგია სითხეს მყისიერად შთანთქავს, ხოლო სპეციალური ჰიდროფობიური, რბილი მასალა და გვერდითი ბარიერები გაჟონვის რისკს გამორიცხავს. ამასთან, სუნის კონტროლის მექანიზმი პაციენტს მთელი დღის განმავლობაში სისუფთავის შეგრძნებას ანიჭებს.
ზრდასრულთა ტრუსი სპეციალურად აქტიური ცხოვრების მქონე ადამიანებისთვის შეიქმნა. სტანდარტული თეთრეულის მსგავსი დიზაინის წყალობით, იგი გამოსაყენებლად მოსახერხებელია და სრულიად შეუმჩნეველია ტანსაცმლის ქვეშ. იაპონური ტექნოლოგიით დამზადებული ტრუსები სუნთქვადი მასალის ზედაპირითაა დაფარული, გვერდები კი რბილი, ელასტიური წელით და ულტრაბგერითი ბალიშებითაა შექმნილი. გვერდითი დამცავი ბარიერები თავიდან გვაცილებს გაჟონვას, ხოლო გვერდითი ნაკერი პროდუქტის გამოცვლას ამარტივებს.
ერთჯერადი ზეწარი განკუთვნილია საწოლისა და მატრასისა ზედაპირების დასაცავად სითხის გაჟონვისგან. პროდუქტის შიდა შრე სწრაფად იწოვს და თანაბრად ანაწილებს სითხეს, რაც კანის სიმშრალეს ინარჩუნებს და გაღიზიანების რისკს ამცირებს. წყალგაუმტარი ქვედა ფენა სრულად ბლოკავს სითხეს და არ უშვებს მას ავეჯზე, ხოლო სრიალის საწინააღმდეგო დიზაინი უზრუნველყოფს ზეწრის სტაბილურ მდებარეობას მოძრაობის დროსაც კი.
ერთი სიტყვით, საფენი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტი მაქსიმალურად მჭიდრო ფიქსაცია და მაღალი შთანთქმაა, მათ შორის, მწოლიარე პაციენტების მოვლისას. ხოლო ტრუსი იდეალურია აქტიური ცხოვრებას მიმდევრებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი საცვლის მსგავს მოსახერხებელ და შეუმჩნეველ საშუალებას ეძებენ. ჰიპოალერგიული, რბილი ზედაპირის მქონე ზეწარი განსაკუთრებით მოსახერხებელია მწოლიარე პაციენტების მოვლისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. რაც მთავარია, სამივე მოდელის შეძენა უკვე ფარმადეპოს აფთიაქებში და ონლაინ სივრცეშია შესაძლებელი.