
დიდი ხანია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი და მოვლილი კანი ფუფუნება არ უნდა იყოს. ამ იდეის განვითარებაში დიდი როლი კორეულმა თავის მოვლის ბრენდებმა შეასრულა.
ზუსტად ამ კონცეფციით შემოვიდა ექსკლუზიურად ფარმადეპოში კორეული ბრენდი Jigott. ბრენდი ქართველ მომხმარებელს მისაღებ ფასად სთავაზობს სასარგებლო ინგრედიენტებით გაჯერებულ თავის მოვლის ეფექტურ საშუალებებს.
კორეული ბრენდის ფილოსოფია შემდეგ პრინციპს ეფუძვნება: მაქსიმალური სარგებელი კანს, ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
პროდუქტების შეფუთვები სტანდარტულ ბაზარზე არსებულ ზომებს ბევრად აღემატება (მაგალითად, სახის კრემები 70-100 მლ შეფუთვით, დიდი მოცულობის საწმენდი ქაფები და შრატები). ეს ნიშნავს, რომ საყვარელი პროდუქტი ბევრად დიდხანს მიჰყვება შენს ყოველდღიურ რუტინას, რაც შენაძენს კიდევ უფრო მომგებიანს ხდის.
ამასთან, ჟიგოტის არჩევისას იხდი მხოლოდ რეალურ შედეგში, აქტიურ ინგრედიენტებსა და ხარისხში და არა - ბრენდის სახელსა და ძვირადღირებულ შეფუთვებში.
ჟიგოტი იმ ბრენდების ჩამონათვალს განეკუთვნება, რომელთა პროდუქტების მოქმედებაც კანის ბიოლოგიურ პროცესებს უწყობს ფეხს. ჟიგოტის პროდუქტებში შემავალი ინგრედიენტები - ლოკოკინის მუცინი, პეპტიდები და ალოე ვერა - განსაკუთრებულად ეფექტურია სწორედ იმიტომ, რომ ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებთან თანამშრომლობს.
ვნახოთ, როგორ მუშაობს ბრენდის პროდუქციის სამი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი:
ლოკოკინის მუცინი რთული ბიოლოგიური სტრუქტურის ინგრედიენტია, რომელიც გლიკოლის მჟავისგან, გლიკოზამინოგლიკანებისა და ანტიმიკრობული პეპტიდებისგან შედგება.
როცა კანი ზიანდება, უჯრედები ისედაც იწყებენ რეგენერაციას, მაგრამ ლოკოკინის მუცინი ამ პროცესს უფრო აჩქარებს. ის სწრაფად აახლებს ეპითელიუმს, ამის შემდეგ ხელახლა აშენებს დაზიანებულ ბარიერს და პარალელურად ხელს უშლის პიგმენტაციის კანში ჩაჯდომასაც. ამიტომ, კანის განახლებასა და ტექსტურის გათანაბრებაში ლოკოკინის მუცინის როლი ძალიან დიდია.
შედეგი: კანის სწრაფი აღდგენა და გათანაბრებული ტონი.
პეპტიდები ანტიასაკობრივი პროცესების მონაწილე ინგრედიენტებია. ამინომჟავების მოკლე ჯაჭვების მთავარი როლი ინფორმაციის გადატანაა.
ასაკთან ერთად, ჩვენი ფიბრობლასტები, ანუ უჯრედები, რომლებიც კოლაგენს აწარმოებს, ზარმაცდებიან. პეპტიდები ამ უჯრედების რეცეპტორებს უკავშირდებიან და ატყუებენ, რომ კანში კოლაგენი დაიშალა და სასწრაფოდ ახალია საწარმოებელი. შედეგად, ჩვენი ორგანიზმი თავად იწყებს სტრუქტურული ცილების გამომუშავებას. ამ პროცესების ერთიანობა კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას უბრუნებს.
შედეგი: მაღალეფექტური ანტიასაკობრივი მოვლა და კოლაგენის სტიმულაცია.
ალოეს ფოთლის წვენი პოლისაქარიდებს, ვიტამინებსა და ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც მომენტალურად რეაგირებს სტრესზე.
მზისა და გარემოსგან გაღიზიანებულ კანს უჩნდება მიკრო-ანთებები, რაც მის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ალოე ვერა ამ ანთებით მედიატორებს ბლოკავს, მომენტალურად აგრილებს ქსოვილს და ქმნის მსუბუქ, სუნთქვად ფენას, რომელიც წყლის აორთქლებას უშლის ხელს. საბოლოოდ, კანი მშვიდდება და ტენიანობის ბალანსი სულ რაღაც წამებში აღდგება.
შედეგი: მომენტალური დამშვიდება და ტენიანობის ბალანსი მზისგან ან გარემოსგან გაღიზიანებული კანისთვის
შეიძინე ხელმისაწვდომი კორეული ბრენდის, ჟიგოტის პროდუქცია ექსკლუზიურად ფარმადეპოში. ააწყვე ბიუჯეტური, ეფექტური და, რაც მთავარია, ბიოლოგიურად გამართული ყოველდღიური რუტინა კანის მოვლისთვის.