როგორ მივიღოთ უსაფრთხო რუჯი?
Blog
Categories
Pharmadepot web and application get Trust Mark
arrow
Before pregnancy
arrow
Mother and Baby
arrow
promo
arrow
Take care of your health
arrow
Selfcare
arrow
პირის ღრუს მოვლა
Face Care
ტუჩის მოვლა
Hair Care
Sun care

როგორ მივიღოთ უსაფრთხო რუჯი?

Sun care
04.06.2024
undefined

   

კანის მომზადება რუჯის მიღებამდე
 

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თანაბარი და ლამაზი რუჯის მისაღებად არის მომზადება:

  • კანის მომზადება უნდა დაიწყოთ 1-2 კვირით ადრე , მაგრამ არავითარ შემთხვევაში უშუალოდ რუჯის მიღების წინ.
     
  • რეგულარულად , ყოველი დაბანის დროს უნდა გამოიყენოთ სკრაბიპილინგი ან უხეში ღრუბელი. იმისთვის რომ კანი გასუფთავდეს მკვდარი უჯრედებისგან, ზედაპირი კი გახდეს გლუვი და ერთგვაროვანი. 
     
  • მიიღეთ ბეტა კაროტინით , ვიტამინი D , E  და B12-ით გამდიდრებული საკვები დანამატები.
  • გარუჯვამდე და  გარუჯვის პროცესშიც მიიღეთ საჭირო რაოდენობის წყალი, რათა ორგანიზმი შეავსოთ სითხის მარაგით და მზემ ვერ მოახერხოს კანის გაუწყლოება.

 

 

მზისგან დამცავის შერჩევა

 

გოგო არჩევს მზისგან დამცავს

 

მზისგან დამცავი საშუალების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ UVA და  UVB ფილტრებს.

UVA ულტრაიისფერი სხივი იწვევს კანის ზედაპირის გაშავებასა და დაწვას.

UVB კი დერმისა და სუბდერმის გამოშრობასა და ჭკნობას.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მზისგან დამცავ პროდუქტს ჰქონდეს ორივე სხვივისგან დამცავი ფილტრი.

მზისგან დამცავი პროდუქტის ტექსტურა უნდა შეარჩიოთ კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედით. მათ ვისაც მშრალი კანი აქვს უმჯობესია კრემი ან ზეთი გამოიყენოს , ხოლო ცხიმიან კანზე რეკომენდირებულია სპრეი ან ფლუიდის ტექსტურის პროდუქტები. 

მზისგან დამცავებს აქვს განსხვავებული SPF ფილტრები:

  • დაცვის მინიმალური ხარისხი SPF2-SPF15 - პროდუქტი განკუთვნილია მუქი ფერის კანისთვის , რომელიც არ არის მიდრეკილი დამწვრობისადმი.
  • დაცვის დაბალი ხარისხი SPF15-SPF20 - პროდუქტი განკუთვნილია უკვე გარუჯული კანის დაცვისთვის.
  • დაცვის საშუალო ხარისხი SPF20-SPF30 - პროდუქტები გამოიყენება მზის მიმართ მგრძნობიარე კანის მოვლისთვის.
  • დაცვის მაღალი ხარისხი SPF30-SPF50 - პროდუქტი განკუთვნილია ბავშვებისთვის , ძალიან თეთრი და მგრძნობიარე კანისთვის.

 

 

 

მზისგან დამცავის სწორად გამოყენების რეკომენდაცია

 

 

  • პროდუქტი უნდა დაიტანოთ სახესა და ტანზე სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 20-25 წუთით ადრე , იმისთვის რომ კრემმა მოასწროს ფილტრის გააქტიურება. 

  • მზისგან დამცავის განახლება აუცილებელია ყოველ 2 საათში.

იმ შემთხვევაში თუ დასველდით ან გაოფლიანდით აუცილებელია მზისგან დამცავის დაუყოვნებლივ განახლება.

 

 

 

    მზის შემდგომი მოვლა:
 

  • რუჯის მიღების შემდეგ გამოიყენეთ მზის შემდგომი შამპუნ-გელი, რომელიც ჩვეულებრივი დასაბანი საშუალებებისგან განსხვავებით უფრო ღრმად გაგიწმენდთ კანს და მარტივად მოაშორებს ზღვის მარილის, ქვიშის ან ქლორის (აუზის შემდგომ) ნაწილაკებს. ამასთანავე, დაგიმშვიდებთ, დაგიტენიანებთ და გაგიგრილებთ მზისგან გახურებულ და გამომშრალ კანს.

     
  • დაბანის შემდეგ არ გამოგრჩეთ დამამშვიდებელი, აღმდგენი თერმული წყლისა და მზის შემდგომი ლოსიონის/ბალზამის გამოყენება. მისი საშუალებით შეძლებთ რუჯის შენარჩუნებას  უფრო ხანგრძლივად. ასევე მოგანიჭებთ კომფორტის შეგრძნებას ინტენსიური დატენიანებისა და გაგრილების ხარჯზე.

 

შეიძინე უსაფრთო რუჯისთვის განკუთვნილი პროდუქტები ფარმადეპოს აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე.

Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page