გაიძლიერე იმუნიტეტი ტეტესეპტთან ერთად
Blog
Categories
Pharmadepot web and application get Trust Mark
arrow
Before pregnancy
arrow
Mother and Baby
arrow
promo
arrow
Take care of your health
arrow
Cold and Flu
Immunity
Selfcare
arrow

გაიძლიერე იმუნიტეტი ტეტესეპტთან ერთად

Immunity
22.10.2024
undefined

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად მდგრადი ხდება ინფექციებისა და დაავადებების მიმართ. ინფექციების და ვირუსების გაზრდილი რისკის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაჯანსაღება.

 

ტეტესეპტი გვთავაზობს მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.

ტეტესეპტი იმუსანი C

Tetecept immunity strengthening tablet, Imusani c.

იმუსანი C დეპო კომპლექსი შეიცავს იმუნური სისტემისთვის საჭირო ნივთიერებებს, ხოლო დეპო ტექნოლოგიის დახმარებით, აღნიშნული კომპონენტები თანაბრად მიეწოდება ორგანიზმს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს.

 

მედიკამენტი გამდიდრებულია შემადგენლობით: 

 

  • ვიტამინი C  - რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას
  • ვიტამინი D - იგი დიდ როლს თამაშობს ძვლებისა და კბილების გაჯანსაღებაში
  • სელენი - აძლიერებს იმუნურ სისტემას, აჯანსაღებს თმასა და კანს
  • თუთია - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში
  • ვიტამინი B12 - აუცილებელია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში

 

მიიღეთ 1 ტაბლეტი შესაბამისი ოდენობის სითხის მიყოლებით.

ტეტესეპტი ჩაი იმუნიტეტისთვის

Tetecept tea for immunity

ტეტესეპტი ცხელი ჩაი ლიმნით და კოჭათი აღადგენს ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით ფუნქციას და აძლიერებს იმუნიტეტს. ცივ ამინდში ტეტესეპტის ცხელი ჩაი სასიამოვნოდ ათბობს ყელსა და სხეულს. ლიმონი, ცნობილი და კარგად გამოცდილი საშუალებაა ორგანიზმის დამცავი ძალების გასაძლიერებლად.
ტეტესეპტის ცხელი ჩაის მხოლოდ ერთი პაკეტი, შეიცავს 3 ლიმნის შესაბამის ვიტამინ C-ს, რაც სრულად ავსებს მასზე ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას.

 

ტეტესეპტი ცხელი ჩაის შემადგენლობაში შედის ვიტამინი C და თუთია, რომლებიც ერთობლივად აძლიერებენ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ვიტამინი C აუმჯობესებს თუთიის შეწოვას და ეხმარება სხეულს უფრო ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებს. თუთია კი აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

 

1 პაკეტი გახსენით 200 მლ ცხელ წყალში და მიიღეთ ერთხელ დღეში.

ტეტესეპტი ომეგა-3

Tetecept Omega 3

ტეტესეპტის ომეგა 3 არის საკვები დანამატი, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება ორგანიზმის ჯანმრთელობას. იგი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ომეგა 3 ხელს უწყობს იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ჯანმრთელობას. 

 

ტეტესეპტი ომეგა-3-ის ერთი კაფსულა ყოველდღიურად ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით. მის შემადგენლობაშია ვიტამინი E, რომელიც აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმების გაძლიერებას. მიიღება ერთი კაფსულა დღეში ერთხელ, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.

ტეტესეპტი გინკო ჟენშენი

Tetesept Ginkgo Ginseng

ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებს, სტრესს და ორგანიზმის დაბერების ბუნებრივ პროცესებს, შესაძლოა თან სდევდეს მეხსიერების გაუარესება.

 

ტეტესეპტის ჟენშენის ტაბლეტები დაგეხმარებათ კონცენტრაციის უნარისა და ენერგიის მომატებაში. მედიკამენტში შემავალი B1 და B3 ვიტამინები ზრდიან გონებრივ შრომისუნარიანობას და აუმჯობესებენ მეხსიერებას. ვიტამინი B2 ხსნის დაღლილობას, აქვს მაცოცხლებელი ეფექტი. გინკგო და ჟენშენი ტრადიციული აზიური მცენარეებია, რომლებიც ცნობილია როგორც სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო.

 

მიიღეთ 1 ტაბლეტი სითხესთან ერთად. სასურველი ეფექტის მისაღებად, რეკომენდებულია ტეტესეპტი გინკგო ჟენშენის რეგულარული მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე.

ტეტესეპტი ვიტამინი დ3

Tetecept tablet vitamin D

D ვიტამინს ძირითადად თავად ორგანიზმი გამოიმუშავებს, მაგრამ მხოლოდ მზის ზემოქმედების ქვეშ. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურია გაზაფხულსა და ზაფხულში, ამიტომ შემოდგომასა და ზამთარში მზის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი.

 

ვიტამინი D მნიშვნელოვანია სხეულის ფუნქციების ბალანსისთვის და ხელს უწყობს:

  • ძვლებისა და კბილების ნორმალური სტრუქტურის შენარჩუნებას
  • იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას

 

მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლების სისუსტე, კუნთების ტკივილი და იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება. აქედან გამომდინარე, მისი მიღება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მზის ნაკლებობის პერიოდში.

 

ტეტესეპტი ვიტამინი D3 შეიცავს მაღალი დოზით ვიტამინი D-ს, ამიტომ მიიღება მხოლოდ ერთი ტაბლეტი კვირაში ერთხელ.

შეჯამება

ინფექციების და ვირუსების გაზრდილი რისკის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გაჯანსაღება.

 

ტეტესეპტი გვთავაზობს მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში.

პროდუქტები, როგორიცაა იმუსანი C ცხელი ჩაი, ომეგა 3, ჟენშენი, ვიტამინი D3, უზრუნველყოფს ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებას.

 

გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას, რათა თავიდან აიცილოთ დაავადებები და ინფექციები. შეარჩიეთ ტეტესეპტის პროდუქტები და გაიძლიერეთ თქვენი იმუნიტეტი.

Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page