ვერა დენკი რეტარდი ტაბლეტი 240მგ #50

ვერა დენკი რეტარდი ტაბლეტი 240მგ #50

გერმანია

დენკ ფარმა
პროდუქტის შესახებ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კალციუმის არხის ბლოკატორი.

ჩვენებები: გულის კორონარული დაავადების მკურნალობა, ქრონიკული სტაბილური, არასტაბილური, პრინცმეტალის ან ვარიაბელური სტენოკარდია. გულის რითმის გარკვეული ტიპის დარღვევების მკურნალობა, მაგალითად: პაროქსიზმული პარკუჭზედა ტაქიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია ან წინაგულების ციმციმი. მაღალი არტერიული წნევა.

დოზირება და მიღების წესი: დოზა უნდა დარეგულირდეს ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის შესაბამისად. სადღეღამისო დოზა ყველა ჩვენებისთვის შეადგენს დაახლობით 240-360 მგ-ს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 480 მგ-ს. ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში ვერაპამილის ეფექტი იზრდება და ხანგრძლივდება. არ შეიძლება ტაბლეტის წუწვნა ან დაღეჭვა. იგი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად ჭამის დროს ან ჭამიდან ცოტა ხნის შემდეგ. ვერა დენკი 240 რეტარდი არ გამოიყენება ინფარქტიდან 7 დღის განმავლობაში განვითარებული სტენოკარდიის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული.

უკუჩვენებები: კარდიოვასკულარული შოკი, გართულებებით მიმდინარე გულის შეტევა - ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, მარცხენა პარკუჭის უკმარისობა; გამტარობის გამოხატული დაღვევა, როგორიცაა II ან III ხარისხის SA ან AV ბლოკადა. სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, გულის მანიფესტირებული უკმარისობა, წინაგულის ფიბრილაცია ან ციმციმი WPW სინდრომის თანაარსებობისას. მომატებული მგრძნობელობა ვერაპამილის და სხვა ინგრედიენტების მიმართ.


ორსულობა და ლაქტაცია: ვერა დენკი 240 რეტარდი არ გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განამვლობაში და ძუძუთი კვების პერიოდში. მისი მიღება შეიძლება ორსულობის ბოლო ტრიმესტრის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიღების პოტენციური უპირატესობა ამართლებს მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
დენკ ფარმა
ქვეყანა
გერმანია
ჯენერიკი
ვერაპამილი
დოზა
240მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
50
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი