ვეგატონი გელი 1000სე/1გრ 50გრ ტუბი #1

ვეგატონი გელი 1000სე/1გრ 50გრ ტუბი #1

საქართველო

ოფიცინა
პროდუქტის შესახებ
შემადგენლობა (1გ): აქტიური ნივთიერება-ჰეპარინის ნატრიუმის მარილი-1000ს.ე. დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%; მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; კარბომერი; ტრომეტამოლი; ლავანდას ზეთი; ნეროლის ზეთი; გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები: ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (დაავადებები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მათი გართულებები, თრომბების წარმოქმნა დაზიანებულ ვენებში ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე, ასევე წყლულები კანზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების არეში); ოპერაციის შედეგად დაზიანებული ვენის კედლის ანთების მკურნალობა, ასევე ვენებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების შესამცირებლად (სილურჯე; შეშუპება); ტრამვისშემდგომი შეშუპებისა და სილურჯის მოხსნა სახსრების და კუნთების მიდამოში.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ფეხების ტროფიული წყლულები, სისხლის შედედება, ღია ან-და ინფიცირებული ტრამვები, ჰემორაგიული დიათეზი, პურპურა, თრომბოციტოპენია, ჰემოფილია. მიდრეკილება სისხლის შედედების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებისთვის პრეპარატი გამოიყენება 1-3-ჯერ დღე-ღამეში. კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დაიტანება 3-10სმ სიგრძის გელი და ფრთხილად შეიზილება. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად დაავადების დროს მისი სიმძიმიდან გამომდინარე.

მიღების თავისებურებები: ვეგატონის გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტის მიერ, თუ ალერგია აქვს პარაბენზე. ჰემორაგიული სიმპტომების არსებობისას საჭიროა ყურადღებით შეფასდეს პრეპარატის მიღების შესაძლებლობა. პრეპარატი არ ინიშნება სისხლდენის დროს, არ შეიძლება მისი დატანა ღია ჭრილობაზე, კანის ინფიცირებულ ნაწილებზე ჩირქოვანი პროცესების დროს, ლორწოვან გარსზე, თვალებზე და თვალების გარშემო, წყლულებზე და ბებერებზე.

ორსულობა და ლაქტაცია: არ არსებობს მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებაზე.

ბავშვები: გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალი შეფუთვით, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა: 50გ გელი ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“, საქართველო.

წამლის ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს ვეგაფარმ-ჯორჯია.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ოფიცინა
ქვეყანა
საქართველო
ჯენერიკი
ჰეპარინი
დოზა
1000სე/1გრ
ფორმა
გელი
შეფუთვა
ტუბი
რაოდენობა შეფუთვაში
1
მოცულობა
50გრ
დაგვიკავშირდით
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
სს გეფა ს/კ 20199122
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
მთავარი
კალათა
ჩემი გვერდი