პროდუქტის შესახებ
საერთაშორისო დასახელება - rosuvastatin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები → ქოლესტერინის სინთეზის ინჰიბიტორები
პრეპარატი სორვასტა მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც იწოდებიან სტატინებად.
ექიმი დანიშნავს სორვასტას შემდეგი ჩვენებების გამო:
• თუ აღინიშნება ქოლესტერინის მაღალი დონე. ეს მოვლენა იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა არსებობდეს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი.
ექიმი გირჩევთ სტატინების მიღებას იმ შემთხვევაში, თუ დიეტა და ფიზიკური აქტივობა არასაკმარისია სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირებისათვის. სორვასტას მიღებისას საჭიროა დიეტის დაცვა და აქტიური ფიზიკური დატვირთვა სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირების მიზნით.
ან
• თუ აღინიშნება სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გულის შეტევის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარების რისკს. მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ დაავადება, რომელიც ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი ვითარდება სისხლძარღვებში ცხიმოვანი ნადების დაგროვების შედეგად.
სორვასტას მიღების წესი
სორვასტა უნდა მიიღოთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.
რეკომენდებული დოზირება
თუ იღებთ სორვასტას ქოლესტერინის მაღალი დონის შემცირებისათვის:
საწყისი დოზირება:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ ან 10 მგ დღეში ერთჯერ, იმ შემთხვევაშიც თუკი უკვე მიღებული გაქვთ სხვა სტატინების უფრო მაღალი დოზა. ექიმი განსაზღვრავს საწყის დოზას შემდეგი მონაცემების საფუძველზე:
• ქოლესტერინის დონის მიხედვით
• გულის შეტევისა და ინსულტის რისკის მიხედვით
• თუ აღინიშნება ნებისმიერი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მიმართ მგრძნობელობა
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმისათვის, რომ დაგინიშნოთ სორვასტას საწყისი დოზა, რომელიც რეკომენდებულია თქვენთვის.
ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ საწყისი დოზა 5 მგ დღეში ერთჯერ, თუ:
• თუ პაციენტი არის აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიატნამელი, კორეელი ან ინდოელი)
• 70 წელზე უფროსი
• თუ აღინიშნება თირკმელების ზომიერი პრობლემები
• თუ აღინიშნება ღვიძლის ზომიერი პრობლემები
• თუ აღინიშნება კუნთების ტკივილი (მიოპათია)
• თუ გენეტიკურად ვლინდება მიდრეკილება სისხლში როზუვასტატინის მაღალი კონცენტრაციის არსებობის მიმართ.
დოზირების გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა
ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზირება 40მგ მდე დღეში ქოლესტერინის სასურველი დოზირების მისაღწევად. დოზირების ყოველი კორექციებს შორის საჭიროა ოთხკვირიანი ინტერვალის დაცვა.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს სორვასტას 40მგ. ეს დოზირება განკუთვნილია მხოლოდ პაციენტებისათვის, რომლებთაც აღენიშნებათ ქოლესტერინის მაღალი დონე და გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი. პაციენტებში, რომლებშიც აღინიშნება ქოლესტერინის დაბალი დონე შესაძლებელია დოზირების შემცირება საკმარის დოზამდე.
თუ იღებთ სორვასტას გულის შეტევის, ინსულტის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკის შემცირების მიზნით:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 20მგ დღეში. თუ აღინიშნება ზემოთაღნიშნული გაფრთხილებებიდან ნებისმიერი შემთხვევა, ექიმმა შესაძლოა შეამციროს დოზირება.
რეკომენდებული დოზა ბავშვებში და მოზარდებში 10-დან 17 წლამდე ასაკში
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა სასურველი დოზის მიღწევამდე. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს სორვასტას 20მგ. დოზა მიიღება დღეში ერთჯერ. სორვასტას 30მგ და 40 მგ ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და მოზარდებში.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად შესაძლოა სორვასტამაც გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
საჭიროა იცოდეთ თუ რა სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენაა მოსალოდნელი. როგორც წესი ეს მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა და ქრება გარკვეული დროის შემდეგ.
უნდა შეწყვიტოთ სორვასტას გამოყენება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგი ალერგიული რეაქციებიდან რომელიმეს:
• ქოშინი - სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
• სახის, ტუჩების პირის და/ან ყელის შეშუპებით გამოწვეული ყლაპვის გართულება.
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
124290