Liversan powder for oral solution sachets 5.0 #10
Liversan powder for oral solution sachets 5.0 #10

Liversan powder for oral solution sachets 5.0 #10

კორეის რესპუბლიკა

კორეა ფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ornithine aspartate
შემადგენლობა: ერთი პაკეტი (5გ) შეიცავს:
L-ორნიტინის-L-ასპარტატის ჰიდრატი (DAB).....3გ

გამოყენების ჩვენებები:
დამხმარე თერაპია ღვიძლის შემდეგი მწვავე დაავადების დეტოქსიკაციისთვის: ციროზი, ქრონიკული ჰეპატიტი.

დოზირება და გამოყენების წესი:
1.ქრონიკული ჰეპატიტი:
1 პაკეტი, 1-2 ჯერ დღე-ღამეში, ჭამის შემდეგ, მწვავე სიმპტომების დროს.
2 .ციროზი:
წყალში გახსნილი 2 პაკეტი, 2-ჯერ დღე-ღამეში, ჭამის შემდეგ მსუბუქი სიმპტომებისას
უსაფრთხოების ზომები:
1.გაფრთხილება
პაციენტმა, რომელსაც აქვს მემკვიდრული დაავადება ფენილკეტონურია და ესაჭიროება ფენილალანინის კონტროლი, ლივერსანი ფხვნილი არ უნდა მიიღოს, მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ასპარტამი ორგანიზმში მეტაბოლიზდება ფენილალანინად.
2.ლივერსანი ფხვნილი შეიცავს Sunset Yellow FCF-ს, პაციენტმა, რომელსაც აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა Sunset Yellow FCF-ს მიმართ ლივერსანი სიფრთხილით უნდა მიიღოს.
3.პაციენტმა, რომელსაც აქვს თირკმლის მწვავე უკმარისობა (შრატში კრეატინინის კლირენსი 3მგ/100მლ-ზე მეტი), ლივერსანი ფხვნილი არ უნდა მიიღოს.
4.პაციენტმა, რომელსაც ალერგია აქვს აცეტილსალიცილის მჟავაზე ლივერსანი ფხვნილის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს, სტომატოლოგს ან ფარმაცევტს, რადგან შეიძლება განვითარდეს ასთმის შემცველი ალერგია აცეტილსალიცილის მჟავაზე.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა L-ორნიტინზე, L-ასპარტატზე ან რომელიმე ექსციპიენტზე.
სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
ბავშვებში გამოყენებისთვის დღეისათვის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:უცნობია.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: ორსულობის დროს ლივერსანი ფხვნილის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველების რეპროდუქციის ექსპერიმენტული კვლევები არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე უნდა მოერიდონ ორსულობის დროს ლივერსანი ფხვნილის გამოყენებას. მიუხედავად ამისა თუ ლივერსანის გამოყენება აუცილებელია, უნდა გაკეთდეს რისკი/სარგებლის ბალანსის ფრტხილი შეფასება.

ლაქტაცია: ლივერსანი ფხვნილის გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. მიუხედავად ამისა თუ ლივერსანი ფხვნილის გამოყენება აუცილებელია უნდა გაითვალისწინონ რისკი/სარგებელი.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:
L-ორნიტინის L-ასპარტატის გამოყენებისას უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და მექანიზმების გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, მეტეორიზმი და დიარეა და ძალიან იშვიათად შეიმჩნევა კიდურების ტკივილი, მარგამ ზოგადად წარმავალი ხასიათის და საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას საჭიროა სიმპტომური თერაპია.
Show More
More Info
Brand
კორეა ფარმი
Country
კორეის რესპუბლიკა
Generic
ornithine (L-ornithune L-aspartat)
Dose
3გრ
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
10
Volume
5გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page