საერთაშორისო დასახელება - lactulose, hydrolyzed lignin კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საფაღარათო საშუალებები → ოსმოსური თვისებების მქონე
სავაჭრო დასახელება: ლაქტოფილტრუმი® სამკურნალო პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული ან ქიმიური (ჯგუფური) დასახელება: ლაქტულოზა + ლიგნინი ჰიდროლიზური სამკურნალო ფორმა: ტაბლეტები 1 ტაბლეტის შემადგენლობა: ჰიდროლიზური ლიგნინი (მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით) 355 მგ ლაქტულოზა (100% ნივთიერებაზე გააგარიშებით) 120 მგ დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კროსკარმელოზა 20 მგ მაგნიუმის სტეარატი 5 მგ მიკროკრისტალური ცელულოზა 550 მგ მასის ტაბლეტის მიღებამდე აღწერილობა: მუქი ყავისფერი ტაბლეტები მოთეთრო-რუხი ჩანართებით, კაფსულისმაგვარი ორმხრივამოზნექილი ფორმის, ჭდით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენტეროსორბენტი. გამოყენების ჩვენებები: ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (ნაწლავის დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ალერგიული დაავადებების (ატოპიური დერმატიტი, ჭინჭრის ციება), ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზი) კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
უკუჩვენებები პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა, ნაწლავთა გაუვალობა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, გალაქტოზემია. არასასურველია პრეპარატის გამოყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების, ნაწლავთა ატონიის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება: შიგნით, საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტის წინასწარ დაფხვნის შემდეგ, წყლის დაყოლებით, ერთი საათით ადრე ჭამამდე და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებამდე. ნაწლავთა დისბაქტერიოზის დროს: - მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, - 8-დან - 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, - 3-დან - 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, - 1-დან - 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზის) დროს: 2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა - 2-3 კვირა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და განმეორებითი კურსების ჩატარება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოქმედება შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ, იშვიათად – დიარეა, მეტეორიზმი. ჭარბი დოზირება სიმპტომები: შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში. მკურნალობა: პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა. ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან: ერთდროულად შიგნით მიღებისას შესაძლებელია სხვა სამკურნალო პრეპარატების ეფექტის დაქვეითება.
განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ცალკე მიღების წესის დაცვის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა ტალეტები. 15 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგისაგან. 4 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას 15-15 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.