მთავარი ბლოგი ბავშვის კვება

ბავშვის კვება

20/04/2016

ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია სწორი კვება. დედის რძე პირველი 6 თვის განმავლობაში შეუცვლელი საკვებია პატარასთვის. 6 თვის ასაკიდან კი პატარას ორგანიზმს სჭირდება დამატებით საკვები – ხილფაფები, ბოსტნეულის პიურე, ხორცი (თავდაპირველად ნახარშის სახით, 8 თვის ასაკიდან დაბლენდერებული სახით) და ა.შ. რაც შეეხება კვერცხის ცილას, თაფლს, ციტრუსს, ამ პროდუქტების გამოყენება 1 წლამდე მიზანშეწონილი არ არის.
თუ პატარა ხელოვნურ კვებაზე იმყოფება, აუცილებელია მისმა ორგანიზმმა მიიღოს წყალი, ძუძუთი კვების დროს წყლის მიღება აუცილებელი არ არის.
4 თვის შემდეგ აუცილებელია, პატარამ მიიღოს ხილის წვენები, პირველ რიგში ვაშლის წვენი, შემდეგ უკვე შესაძლებელია სხვა წვენების დამატებაც, თუმცა აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ არის ბავშვი ალერგიული რომელიმე ხილის მიმართ

ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს (7-12 თვეების პერიოდში) ყურადღება უნდა მიექცეს რკინით მდიდარი საკვების მიღებას, როგორიცაა მჭლე ძროხის ხორცი, კვერცხის გული, თევზი, მუხუდო, შვრია, წიწიბურა, ვაშლი და ა.შ.

1 –დან 3 წლამდე ასაკის ბავშვის კვება

1 დან 3 წლამდე ასაკის ბავშვის კვების რაციონი მაქსიმალურად მდიდარი და ჯანსაღი საკვებით უნდა იყოს სავსე. ეცადეთ ბავშვის მენიუში შეიტანოთ პროდუქტები:

ბურღულეული – წიწიბურა, ბრინჯი, შვრია
ხორცი, თევზეული (მოერიდეთ ღორის ხორცის მიცემას)
ახალი ან კონსერვირებული ხილი
ხილის წვენი (არაუმეტეს 1 ჭიქა დღეში)
ყველი
ხაჭაპური
ბანანი
უმი ბოსტნეული
მაწონი
რძე

გააზიარეთ

20/04/2016 ბავშვის იმუნიტეტი

ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის აუცილებელია იგი დაბადების პირველივე დღეებიდან მიეჩვიოს ჯანსაღ გარემოს, ჯანსაღ ცხოვრების წესს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც თავის მხრივ იცავს ბავშვის ორგანიზმს ვირუსებისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან.

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია ჯანსაღი კვება, მრავალფეროვანი და ვიტამინებით მდიდარი რაციონით
ბავშვის ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ხორცი, თევზი ან რძის ნაწარმი, განსაკუთრებით კი ხაჭო ასევე, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ხილი, კენკრა. ეცადეთ, ბავშვმა მიიღოს უმი ბოსტნეული, ხილი, თუ ალერგიული არ არის, ხშირად მიეცით კაკალი და თხილი

ეცადეთ ბავშვმა იძინოს საკმარისად, რადგან ძილი როგორც პატარებში, ასევე მოზრდილ ადამიანებში იმუნური სისტემის ასამაღლებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბავშვი ადრეული ასაკიდანვე აუცილებლად უნდა დაკავდეს ფიზიკური აქტივობებით. ასევე, მიაჩვიეთ თქვენი პატარა ჰიგიენას, ოთახი ხშირად გაანიავეთ და უარი თქვით მავნე ჩვევებზე, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლი და ა.შ. თქვენი ჯანსაღი ჩვევები გავლენას იქონიებს თქვენი პატარას ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე.

20/04/2016 რა ვიტამინებია ზრდასრულთათვის აუცილებელი?

რა ვიტამინები და პროდუქტებია აუცილებელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის?
C ვიტამინი – ორგანიზმი აუცილებლად უნდა იყოს გაჯერებული c ვიტამინით, რომელიც აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თვალისა და კანის პრობლემებს. ხშირად მიირთვით ციტრუსი, ეს ნამდვილად C ვიტამინის საბადოა.

გულის დაავადებების სამკურნალოდ გირჩევთ გამოიყენოთ ნიორი. მიირთვით როგორც ცოცხალი, ასევე დამუშავებული სახით-საკვებში.
ნიორი თავიდან აგაცილებთ მაღალ წნევას, გულის შეტევებსა და იშემიურ დაავადებებს, ათეროსკლეროზს. გარდა ამისა, ნიორი ანადგურებს ქოლესტერინს ორგანიზმში.

თევზის ქონი იგივე ომეგა 3 კიბოს საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა, ასევე ხსნის კუნთების ტკივილს, ხელს უშლის პარკინსონისა და ალცჰაიმერის განვითარებას.

D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის წარმოქმნას.
ხსნის დეპრესიის და ასთმის სიმპტომებს. ზაფხულში მზეზე სეირნობისას D ვიტამინი ულტრაიისფერი სხივების საშუალებით გამომუშავდება ორგანიზმში, ხოლო რაც შეეხება ზამთარს, ამ სეზონზე აუცილებლად მიიღეთ დამატებით მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოთ D ვიტამინის ორგანიზმისთვის აუცილებელი დოზა.

20/04/2016 ბავშვის კანის მოვლა

ბავშვის კანის მოვლისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. აუცილებელია ბავშვის კანი მუდმივად სუფთა და მშრალ მდგომარეობაში იყოს. რამდენიმე წესი, რომელიც უნდა დავიცვათ, რათა თქვენი პატარას კანმა შეინარჩუნოს სინაზე.

ერთი საფენის ხმარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, ღამის პერიოდში კი ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს 7-8 საათამდეც. ახალი საფენის გაკეთებამდე პატარას მიაღებინეთ 10-15 წუთიანი ჰაერის აბაზანა.
ნაწლავების მოქმედების შემდეგ ჩვილს მიაღებინეთ აბაზანა, ან გამოიყენეთ სველი ხელსახოცები

არ დაგავიწყდეთ ბავშვის კანის კვება და დატენიანება სპეციალური კოსმეტიკით
მნიშვნელოვანია საბავშვო კოსმეტიკის სწორად შერჩევა. გამოიყენეთ მხოლოდ პატარასათვის განკუთვნილი საშუალებები, რომელთა შექმნისას გათვალისწინებულია ბავშვის კანის თავისებურებები. ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას და მასში შემავალ ნივთიერებებს.
ახალი მარკის საპონის, შამპუნის, კრემების გამოყენებისას ჯერ მოსინჯეთ კანის მცირე უბანზე, თუ გამოვლინდა სიწითლე და კანის გაღიზიანების სხვა ნიშნები, არ გამოიყენოთ აღნიშნული კოსმეტიკური საშუალება.

რადგანაც ჩვილის კანი იოლად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებლზე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბავშვო ტანსაცმელი და ჭურჭელი. გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელთაც მხოლოდ სპეციალური ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით გარეცხავთ, რათა არ მოახდინოთ ალერგიული რეაქციის პროვოცირება.

20/04/2016 ბელოტერო – საუკეთესო საშუალება ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

კანის გაახალგაზრდავების, რეჰიდრატაციისა და გაჯანსაღების სამსახურში დგას Belotero –ს ფილერი, ასორტიმენტის მრავალფეროვნებით. ის ავსებს და აქრობს ნაოჭებს, აკეთებს კანის რეჰიდრატაციას, საუკეთესო საშუალებაა დაბერებასთან საბრძოლველად.

ინექცია უჯრედულ დონეზე იწოვება, ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე.

ნემსის მცირე ჩხვლეტით, რამდენიმეთვიანი შედეგი გარანტირებულია. „ბელოტერო“ 5 სახით არსებობს:
Belotero Hydro-ს მთავარი ფუნქცია თქვენი კანის რეჰიდრატაციაა, ის სახის კანსა და კისრის მიდამოს კანს სიცოცხლისუნარიანობას უბრუნებს;

Belotero Soft სახის კანზე გაჩენილ წვრილ ნაოჭებს აქრობს;

Belotero Balance-ის მიზანია თქვენი კანიდან ერთხელ და სამუდამოდ გააქროს საშუალო სიღრმის ნაოჭები;

Belotero Intense კანში ღრმად ჩამჯდარ ნაოჭებს, ტუჩის კონტურს, მიმიკურ ნაოჭებს ებრძვის; Belotero Volume კანის მკვდარი უჯრედების აღდგენასა და ყვრიმალების გამოყოფას უწყობს ხელს;

20/04/2016 როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს?

Xeomin-ი ბოტულინო ტოქსინია, რომელიც აქრობს ნაოჭებს და არა მიმიკას. მისი წარმოების უნიკალური პროცესი საშუალებას იძლევა ნივთიერება მივიღოთ მაქსიმალურად გასუფთავებული სახით (კომპლექსური ცილებისგან) და დაცული ვიყოთ პრეპარატის მიმართ რეზისტენტობისგან

Xeomin-ის საშუალებით ნაოჭებთან “ბრძოლა” დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. პოპულარულობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: კანის გაახალგაზრდავების ეს პროცედურა არის უმტკივნეულო და არაქირურგიული, გრძელდება სულ რაღაც 20 წუთს და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია. ქსეომინი გამოიყენება მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად (თვალების ირგვლივ, შუბლზე, წარბებს შორის…). პროცედურის დროს  ხდება ბოტულოტოქსინის (ბოტულიზმის ტოქსინის) შეყვანა კანში ინიექციური გზით. ეს ტოქსინი მოქმედებს ნერვულ და კუნთოვან სისტემაზე და იწვევს სახის კუნთების მოდუნებას. შედეგად კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად, რაც ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების კორექციას და აბრკოლებს ახალი ნაოჭების წარმოქმნას. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

ინიექციები ყოველ 6/8 თვეში უნდა განმეორდეს ეფექტის შესანარჩუნებლად (ქსეომინის ეფექტი დაახლოებით 6 თვემდე გრძელდება).

ბოტულინის ტოქსინი ესთეტიკური მიზნით მოხმარებისთვის კოსმეტოლოგიაში 80-იანი წლებიდან ჩნდება. თუმცა აშშ-ში მისი კოსმეტიკური დანიშნულებით გამოყენების ოფიციალური ნებართვა 2002 წელს გაიცა. ქსეომინი ასევე ფართოდ გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, რომელთაც კუნთის სპაზმი ახასიათებთ.

0
Connecting
Please wait...
მოგვწერეთ მესიჯი

ჩვენ ახლა არ ვართ ონლაინ, მოგვწერეთ და უმოკლეს დროში დაგიკავშირებით

სახელი
* ელ. ფოსტა
* მესიჯი
Login now

Need more help? Save time by starting your support request online.

Your name
* Email
* Describe your issue
ჩვენ ონლაინ ვართ!
Feedback

Help us help you better! Feel free to leave us any additional feedback.

How do you rate our support?